La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, აღნიშნულ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია და ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი სათადარიგოთა შორის იქნებიან, რათა "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასამართი შეხვედრისთვის ძალები აღიდგინონ.
გამოცემის ინფორმაციით, "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ, შესაძლოა, გუნდის კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო და სტანისლავ ლობოტკაც დაასვენოს. საეჭვოა კიმის თამაშიც. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთკორეელი ყვითელი ბარათების გამო "როსონერისთან" მატჩს გამოტოვებს, 26 წლის მცველი ჩემპიონატში ერთი ბარათის მიღების შემთხვევაში დისკვალიფიკაციას
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს 74 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ "ლაციოს" 16 ქულით უსწრებს.
"მალე კლოპი პირადად დაუკავშირდება, ხვიჩას გადაწყვეტილება მიღებული აქვს" - იტალიელი ჟურნალისტი
fichajes: "ლივერპული" მზადაა გუნდის გადასაწყობად კვარაცხელია 130 მილიონად შეიძინოს