გველესიანმა ირანის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა

AutoSharing Option
ირანის ჩემპიონატის 26-ე ტურში სტუმრად "მეს კერმანთან" მოგებულ მატჩში (3:1) 31 წლის მცველმა გიორგი გველესიანმა დუბლი პენალტებით შეასრულა.

ეს მიმდინარე სეზონში გველესიანის მეორე დუბლია, სულ კი მის ანგარიშზე 24 შეხვედრაში 6 გოლია და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

ამ მომენტისთვის "პერსეპოლისი" 54 ქულით ლიდერია და 23 აპრილს "ესტეგლალს" უმასპინძლებს, რომელსაც 2 ქულით ნაკლები და 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მკითხველის კომენტარები / 10 /
გველესიანს საყრდენ ნახევარმცველადაც შეუძლია თამაში,ასე რომ არაა დასაკარგი კადრი.თუ დაცვაში არ მოიძებნა მისი ადგილი,ნახევარდაცვის საყრდენ ზონაში აშკარად გვაქვს პრობლემები და იქ შეიძლება მისი მოსინჯვა.პლუს სტანდარტულებსაც ნორმალურად ასრულებს.
გიორგი
19:38 15-04-2023
0
შეიძლება სანიოლიმ, რო იცის მასე ბოლომდე ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ვინვ ფეხბურთის ყურების სტაჟი გვაქ ათწლეულები, კარგად ვხვდებით ვინა გამოსაძახებელი ნაკრებში და ვინ არა, ღმერთის წყალობით მთლად წყალწაღებული არ ვართ ადრინდელივით და არჩევანიც მეტია, აგერ დავინახეთ, რო გოჩალეიშვილი საზანოვი და გაგნიძე ძირითადის ფეხბურთელები არიან, ეს ბიჭები დიდ ფეხბურთს ითამაშებენ თუ თვითონ მოინდომეს რათქმაუნდა
გოგა
16:22 15-04-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული