მიქაუტაძის დუბლი - გიორგიმ თამაში "გააკეთა" და "მეცს" "ბორდოსთან" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის 31-ე ტურში „მეცმა“ საკუთარ მოედანზე „ბორდო“ 3:0 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი მიქაუტაძე, სტუმართა რიგებში კი ზურიკო დავითაშვილი 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. პირველ ტაიმში ფრთხილი თამაში ვიხილეთ, ნაკლებად სანახაობრივი, მომენტების გარეშე. მე-40 წუთზე მიქაუტაძე მეკარე პუსინთან პირისპირ გაიჭრა, რომელიც საჯარიმოს გარეთ გავიდა, გაშლილი ფეხით წააქცია და გააძევეს. პირველი ტაიმის დასასრულს გიორგი ფლანგზე დრიბლინგი განახორციელა, თანაგუნდელს გადაცემა გაუკეთა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა.

შესვენების შემდეგ მასპინძლები უკვე დიდ უპირატესობას დაეუფლენ, სამწუთიან მონაკვეთში მეტოქის კარი ჯელოუმ და
მიქაუტაძემ დალაშქრეს. ცოტა ხანში გიორგი საჯარიმოში ორ მცველთან ბრძოლაში მოედანზე დაეცა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, თუმცა ქართველმა 72-ე წუთზე დუბლი მაინც შესრულა, 83-ე წუთზე შეცვალეს და გულშემატკივრებმა აპლოდისმენტებით გააცილეს.

მიქაუტაძე 17 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია და მის ანგარიშზე აგრეთვე 6 საგოლე გადაცემაა.

ამ მომენტისთვის 61 ქულით ლიდერი „ჰავრია“, 56 ქულით მეორე ადგილზე „ბორდოა“, 55 ქულით მესამეზე „მეცი“, 52 ქულით კი მეოთხეზე „სოშო“.

22 აპრილს „მეცი“ გასვლაზე „სენტ-ეტიენს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ბორდო“ 24 აპრილს „გრენობლს“ უმასპინძლებს.

მეცი. „სენ -სიმფორიენი“
მეცი - ბორდო 3:0
გოლები: 1:0 ჯელოუ (49), 2:0 მიქაუტაძე (52), 3:0 მიქაუტაძე (72)
გაძევება: პუსინი (40)

მკითხველის კომენტარები / 29 /
გაძევების მომენტი - მეკარემ უხეშად ითამაშა მიქაუტაძის წინააღმდეგ
https://www.youtube.com/watch?v=jqHVG3uA4Is
ქ. გ.
16 აპრილი 2023 11:48
0
ინტერვიუ (4:30 მომენტიდან უყურეთ)
https://www.youtube.com/watch?v=dZ3zSaaL5P8
ქ. გ.
16 აპრილი 2023 11:40
0
ყოჩაღ მიქაუტაძე, მაგარი თავდამსხმელი გვყავს მართლა, პირველად ალბათ შოთა არველაძის მერე. კომენტარებსაც ვკითულობდი ქვევით და გიორგის ქებასთან ერთად ზურიკოს კრიტიკაც მიდის, კარგით რა ხალხო იცის მაგ კაცმა თავის მინუსები და ალბათ მუშაობს მათ გამოსწორებაზე და აცადეთ რა.
gionat
16 აპრილი 2023 10:22
0
მიქო ყველაზე მაგარი ხარ. შენი შემართებით დაუზავდა ნორვეგიას ნაკრები. შენა ხარ წამყვანი ღმერთმა გაგიმარჯოს. კვარას ვერ ვხედავ ნაკრებში ჩაკვეტაძე დაუბრუნდება თავის ფორმას
ქარყველი
16 აპრილი 2023 00:54
19
Memgoni gagyviyvans evropis chempionatze neta gmerto daiqoqe gmertoooo
Lasha
15 აპრილი 2023 21:14
2
ყოჩაღ, ჟოღჟ! წარმატებები.
რატი
15 აპრილი 2023 21:05
1
ჟორჟი არა გიორგი ქვია ამ ბიჭს ჩვენწბურად,რავა სულ უცხოელების გავლენების ქვეშ ხართ ხალხნო.
გაუმარჯოს გიო მიქაუტაძეს,წარმატებები სულ,ძალიან გავიხარე❤️
MARGALONA
15 აპრილი 2023 21:03
6
ეჰ, აშკარად შეყვარებული უნდა ზურიკოს. ისეა თავდახრილი თამაშისას, რაღაც ცუდ ასოციაციებს იწვევს(:)
Lasha
15 აპრილი 2023 20:48
12
ნიკო, იმედია შენ თვითონ მაინც მიხვდი შენს კომენტარს?! აფერუმ ნიკოლოზ!
გიორგი
16 აპრილი 2023 05:21
0
ეტყობა შენ მასე დაიპყრე მწვერვალები,ნუ იკბინები გესლიანად,აბრეზიჩი მოგონდება მაშ რას იზავს,სად გვყავს დასაკარგი ფეხბურთელები,მაგრამ ძნელია ძაან ვაკვირდები,ვაკვირდები,მარა მოედნის ხედვა არ აქვს პასი არ იცის,ჟილკა და უშედეგო დრიბლინგი...აბრეზ ერთი შემოულაწუნე თორე მიიღო სკამის ფორმა...
ნიკო
15 აპრილი 2023 21:59
10
კომპანი ყველაზე იღბლიანი კაცი იქნება თუ თავისი საშუალო დონის გუნდისთვის ასეთი მაღალი დონის თავდამსხმელს იყიდის. ეგებ რომელიმე მაღალი დონის გუნდმა დაადგას თვალი. 15-20 მილიონზე ნაკლებად არ დათმობენ. 25 გოლამდე ავა დარწმუნებული ვარ. ძალიან მაგარი ტექნიკა და სისწრაფე აქვს
Haaland
15 აპრილი 2023 20:44
1
ზურიკო მოგონდი სანამ დროა, მიბაძე ამ ბიჭს რას შრომობს,ცოტა მეტი ტვინით ითამაშე და სარგებელი მიეცი გუნდს,თორე უკვე სკამის კაცი გახდი,სანიოლიც მარტო ხვიჩასთან ძმაკაცობის გამო არ გამოგიძახებს...ჟორჯ შენ კიდე უბერე და უბერე ყველაფერი კარგად მიდის და მალე დაგიფასდება...ისე რამე რო ოსიმენს კი ჩაანაცვლებდა ჟორჟი მშვენივრად
ნიკო
15 აპრილი 2023 20:30
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული