"ბორდოსთან" მოგებულ მატჩში (3:0) "მეცის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა. ის ამ გუნდებისა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, ლიგა 1-ის 1987 წლის ბომბარდირმა ბერნარ ზენემ შეაქო.
"მეცისთვის" ეს ჩემპიონატში გარდამტეხი მომენტია. ამ მატჩში ვალდებულები იყვნენ ჟირონდელები "სენ-სიმფორიენზე" დაემარცხებინათ და ეს შეძლეს. ისინი ლიგა 1-ში დასაბრუნებელ ბრძოლაში დაბრუნდნენ. აღარ მარცხდებიან. მათი არაერთი თამაში ვნახე, ბევრ მოსაგებ შეხვედრაში ვერ იმარჯვეს. რამდენიმეჯერ მნიშვნელოვან მატჩში სამი ქულის მოპოვება ვერ მოახერხეს.
გიორგი მიქაუტაძე რომ არ ჰყავდეთ, მათი შეტევა ძალიან სუსტი იქნებოდა. ამდენი გოლის გატანა ადვილი
არაა, მართლაც კარგი ფეხბურთელია. ბევრს არ შეუძლია იყოს ასეთი შეუპოვარი", - ციტირებს ზენეს Girondins33.
თავად გიორგიმ Girondins4Ever-თან აღნიშნა, რომ 30-ე ტურში "პო" უნდა დაემარცხებინათ, გულშემატკივრების გახარება უნდოდათ, მეორე ადგილს მიუახლოვდნენ, ელიტურ ლიგაში დასაბრუნებლად მზად არიან, ბომბარდირობაზე დიდი ხანია ფიქრობს, მაგრამ უმთავრესი გუნდია და 22 აპრილს "სენტ-ეტიენსაც" სძლევენ.
P.S. ზურიკო აწიე ერთი ადგილი,განძრიე ტვინი,მიბაძე ამ ბიჭს,ნუ ფლანგავ ნიჭს,გვჭირდები
https://www.youtube.com/watch?v=riBdeQa7Yws