სლუცკი - კვარაცხელიაზე: "ნაპოლიმ" 100-მილიონფუნტიანი ფეხბურთელი ხელში უფასოდ ჩაიგდო

AutoSharing Option
"რუბინის" ყოფილმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებულ ასპარეზობაზე Sky Sports-თან ინტერვიუში ისაუბრა:

"რასაც კვარაცხელია აკეთებს, ჩემთვის სიურპრიზი არ არის. ვიდრე იტალიაში გადავიდოდა, მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა და ეს გასაგებია, რადგან რუსული ლიგა ევროპაში პოპულარობით არ სარგებლობს, მაგრამ რუსეთში ყველამ იცოდა. მისი ხარისხი და მსოფლიო ფეხბურთში მისი ამჟამინდელი მდგომარეობა არცერთ ჩვენგანს არ გვაოცებს.

"ნაპოლის" ლატარიის მოგებას ვულოცავ. პრაქტიკულად უფასოდ ხელში ჩაიგდეს ფეხბურთელი, რომელიც 100 მილიონი ფუნტი ღირს.

ერთი წლის წინ ხვიჩასადმი "ტოტენჰემის" მხრიდან ძალიან სერიოზული ინტერესი იყო. ყველაფერი
თითქმის გადაწყვეტილი იყო. მას იგივე უნარები და თამაშის სტილი ჰქონდა. ჩვენთან რუსეთში ასეთი ფრაზაა: "თუ ცუდი ფეხბურთელი კარგ გუნდში გადადის, შეუძლია კარგი მოთამაშე გახდეს. თუ კარგი ფეხბურთელი ცუდ გუნდში გადადის, შეიძლება ცუდი მოთამაშე გახდეს". თუ სერია A-ში ახალ დონეზე თამაშს დაიწყებ, ეს შენ განვითარებას დაეხმარება.
"კვარას" ეს ხარისხი უკვე ჰქონდა, თუმცა ამ უნარებს ისეთ დიდ გუნდში სრულყოფს, როგორიც "ნაპოლია", რომელიც მთავარი ტიტულებისთვის იბრძვის. მის გარშემო სხვა ფეხბურთელები, მწვრთნელები, ლიგის დონე - ეს ყველაფერი იმაში ეხმარება, რომ უფრო ძლიერი და ძლიერი გახდეს".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვინც რა უნდა ის იფიქროს და თქვას ლიონია მაგარი კაცია.რუსებში ერთი ეს მევასება,მეორე ვასია უტკინი და მესამე სიომინი.ქარყველებს პატივს ცემენ
გელა
21:23 17-04-2023
3
ღმერთო გთხოვ ხვალ გაიბრწყინოს ხვიჩამ
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული