რომანომ დაადასტურა - მამარდაშვილი "ვალენსიადან" ყველა ვარიანტში წავა, ქართველს ბევრი ვარიანტი აქვს

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ვალენსიას" ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ამ სეზონის შემდეგ კლუბს ყველა ვარიანტში შეიცვლის.

მისივე თქმით, ჩვენებურს "ტოტენჰემი" და "ჩელსი" აკვირდებიან, ასევე გაიმართა მოლაპარაკებები "ლესტერთან".

სხვადასხვა წყაროს ცნობით კი 22 წლის კიპერის დამატებით "მანჩესტერ იუნაიტედი", მადრიდის "ატლეტიკო", "მონაკო" და "მილანიც" ინტერესდებიან.

მოგეხსენებათ, მამარდაშვილის "ვალენსია" მძიმე დღეშია და ლა ლიგაში გასავარდნ ზონაშია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გავარდნილი გუნდები (ლესტერი მაგალითად) და სკამი არ გვინდა და დანარჩენი უბერე გიო სადაც გინდა ...
bejo
20:00 18-04-2023
0
მილანის მეკარემ,ისე ითამაშა ნაპოლისთან,რომ არა მგონია ძვირადღირებული მეკარის ყიდვაზე,ფული დახარჯონ.ლესტერი ვარდება და თუ ეს უნდა,ვალენსიაც ვარდება.ჩელსი?დიდი ფული აქვთ და შესაძლოა მოხიბლონ,მაგრამ გუნდი ძალიან არეულია და მწვრთნელების წარამარა ცვლით,არა მგონია დიდი შედეგები მოიმკონ.ტოტენჰემში უგო ლორისი ალბათ დიდხანს აღარ დარჩება,მაგრამ ჰარი კეინიც უკვე ასაკშია და თანაც,აფრენაზეა,ასე რომ მალე ალბათ მთელი გუნდის განახლება დაიწყება.მადრიდის ატლეტიკო,ალბათ კიდევ კაი ხანი,ესპანეთის მესამე გუნდი იქნება და ჩემპიონობაზე გაბრძოლებისათვის რესურსები არ ეყოფა.ასე რომ მამარდაზეა დამოკიდებული,რას და ვის აირჩევს.ის კი ნაღდია,რომ სადაც არ უნდა წავიდეს,ყველგან დიდი კონკურენციის გადალახვა მოუწევს,ძირითადში მოსახვედრად და ისიც,რომ გიოს არავისი კონკურენციისა არ შეეშინდება.უკვე იცის,რა შეუძლია და იმიტომ.
სოსო
19:51 18-04-2023
0

სიახლეები პოპულარული