მამუკა ჯუღელი "მილანთან" მატჩამდე დე ლაურენტისს შეხვდა - II Mattino განხილული თემის ამბავზე

AutoSharing Option
II Mattino წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი გუშინ სასტუმრო Britannique-ში "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეხვდა.

მხარეებმა ფეხბურთელის მომავალი განიხილეს, თუმცა რა შეთანხმებას მიაღწიეს მათ, ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მოგეხსენებათ, იტალიურ პრესაში დიდი ხანია იწერება, რომ ხვიჩა კვარაცხელია ამ სეზონის შემდეგ "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 22 /
არც მთლად იოლად იყო, ნაპოლისთან კონტრაქტის მოწერის დროს ხვიჩას დასამტკიცებლად ჰქონდა და დაუმტკიცა ეხლა რათქმაუნდა ადვილია ეს ჩვენ გვჯეროდა ხვიჩასი ევროპელები კი სკეპტიკურად უყურებენ ქართველებს არცთუ უსაფუძვლოდ ( რამდენმა ამომავალმა ვარსკვლავმა გაგვიცრუა იმედი) თუმცა წიინააღმდეგი ვარ ნაპოლიში დარჩენის თუკი სერიოზული შემოთავაზება ექნება უნდა წავიდეს და არც ლოურრენტესი იტყვის მსუყე ლუკმა ძე უარს
კახა
00:10 19-04-2023
1
სამაგიეროდ სოფლის ბირჟაზე შარვალ-კოსტუმში გამოვა, ეს ისე ხუმრობით. სერიოულად კი კარგი აგენტი 10 მილიონად 5 წლიან კონტრაქტს არ გააფორმებდა ასე დაბალი ხელფასით, მაქსიმუმ 2-3 წლიანს. თუ მაინცდამაინც 5 წლიანს ითხოვდა ნაპოლი გამოსასყიდი თანხა უნდა ჩაედო
მამუკა
22:20 18-04-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული