სიომინი: კვარაცხელია სტაბილურია, მაგრამ მისთვის ოსიმენის გარეშე თამაში უფრო რთულია

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელის, იური სიომინის აზრით, "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას უჭირს ჩვეულად თამაში, როდესაც გვერდით ვიქტორ ოსიმენი არ ჰყავს.

"არ მგონია, რომ ხვიჩა მეტოქეთათვის ადვილად გამოსაცნობი გახდა. მე, პირიქით, მგონია, მოედანზე გამოირჩევა, კარგად თამაშობს. ხვიჩა სტაბილურად მაღალ დონეს აჩვენებს და შესანიშნავი მაჩვენებლები აქვს.

სხვა საქმეა, როდესაც მოედანზე ვიქტორ ოსიმენი არაა, მაშინ მისთვის თავის გამოჩენა უფრო რთულია. ისინი ერთმანეთს დაეხმარნენ. ალბათ, "ნაპოლის" მცირე ჩავარდნა აქვს. შესაძლოა, "მილანთან" მატჩმა დაადასტუროს, ასეა თუ არა ეს", - განუცხადა სიომინმა Sport24-ს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
აბა შენ იცი კვარა შენ და ოსიზეა დღეს შეტევაში ყველაფერი დამოკიდებული. მუხლები უნდა დადოთ ალი ცეცხლათ უნდა გადააქციოთ მილანის საჯარიმოს მთელ პერიმეტრზე და შედეგსაც დადებთ ყველა ერთად, დღეს წაგების უფლება არ გაქვთ ბიჭებო. მილანი უნდა გაისროლოთ თავის აქაურ სექტანტებიანად "არქიმედეს გალაქტიკაში" რა დღეში არიან ქართველი როსონერის მარაზმატიკი "სასტავი" როგორ ლანძღავენ და ამუნათებენ კვარას სწორედ ამისათვის უნდა დაისაჯონ რომ ხვიჩა და ნაპოლი მათ საფეხბურთო კოშმარად იქცნენ.
Charley
19:00 18-04-2023
2
მესის ბარსაში ინიესტა და ჩავი რომ არ ყოლოდა ასეთი მესი ვერ იქნებოდა და სერთოდ თავიდან რონალდინიოს ფრთის ქვეშ გაზარდა. რეალში ვინისიუსი ავსებს ბენზემას, პსჟ-ში მბაპეეს მესი ყავს და ნეიმარიც. ვინმე ისეთი თუ არ გყავს გვერდში დაცვა ერთად გააპოთ ისე რუიები ვერ დაგეხმარებიან, როგორც გინდა მაგარი იყო. მარადონაზე სულ ვიძახით მარტომ მოიგო მსოფლიოო, მაგრამ ბევრს ავიწყდება მის გვერდში კანიჯა და ბურუჩაგა რომ იყვნენ.
G.LA
21:07 18-04-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული