პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "მილანთან" მარცხდება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ „ნაპოლი“ სახლში „მილანთან“ 0:1 მარცხდება.

„სან სიროზე“ 0:1 წაგების შემდეგ „ნაპოლის“ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკუთარ მოედანზე გამარჯვება სჭირდებოდა, თავიდანვე შეუტია, კვარაცხელია საჯარიმოში შეიჭრა, დაარტყა და ბურთს მეკარე მენიუ დაეუფლა. 21-ე წუთზე კი მარიო რუიმ საჯარიმოში ლეაო წააქცია და ჟირუს პენალტი მერეტმა არ გაატანინა. ისევ გადავიდნენ იერიშებზე მასპინძლები. ხვიჩას კალაბრია ყურადღებით მეურვეობდა, ზელინსკიმ მომენტი ვერ გამოიყენა. მერე „მილანს“ კიდევ ერთი შანსი მიეცა, როდესაც ჟირუს ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მერეტმა მოიგერია. მწვრთნელ სპალეტის პირველივე
ტაიმში ორი იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია - ტრავმირებული მარიო რუისა და პოლიტანოს ნაცვლად მოედანზე ოლივეირა და ლოსანო შეუშვა. ლოსანო მაშინვე სახიფათოდ შეიჭრა საჯარიმოში, ლეაოსთან ბრძოლაში მოედანზე დაეცა, თუმცა var-მა თერთმეტმეტრიანის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. 43-ე წუთზე ლეაო მცველებს გაექცა და ჟირუს გაატანინა. მოკლედ, "ნაპოლი" უპირატესობას ფლობდა, "მილანი" კონტრიერიშებზე უფრო სახიფათო მომენტებს ქმნიდა და პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - მილანი
გოლი: ჟირუ (43)
გამოუყენებელი პენალტი: ჟირუ (23)

მკითხველის კომენტარები / 11 /
ე.ი. ჩასაფრებული არიან მილანის გულშემატკირები პირველ კომენტარებს, რომ მოწონება-არმოწონება დაუსვან.
მე არ მესმის ასეთი დამოკიდებულება - საკუთარ თანამემამულეზე არ შეგტკივათ გული და გულშემატკივრობთ ვიღაც გადამთიელებს.
დარწმუნებული ვარ, არც საქართველოს ნაკრებს უგულშემატკივრებთ, თუ თქვენი ფავორიტი ნაკრები შეგვხვდება.
ცუდი სიტყვები რომ დავწერო, კომენტარს არ გამოაქვეყნებენ, მაგრამ ზუსტად ის ხართ, რაც ყველამ გაიფიქრა.
გივი
01:01 19-04-2023
5
ბრმა უნდა იყო და ტუტუცი , რომ არ აღიარო - ჯოვია, რა , მილანი აშკარად...
ამ თამაშში კი არა , საერთოდ, უფრო მწვავე გუნდია...
ვალერი კიკალიშვილი
00:02 19-04-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული