"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში "მილანს" დაუზავდა (1:1), ორი შეხვედრის ჯამში დამარცხდა (1:2) და ტურნირს გამოეთიშა. ნეაპოლელთა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც პენალტი ვერ გამოიყენა, "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული პოსტით გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა და მადლობა გადაუხადა:
"რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს. ყველანაირად ვეცდები, დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო.
ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ! მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები. წინ ბევრი მატჩია, ოცნება გრძელდება!"
"ნაპოლის" მხრიდან ერთადერთი იყო, ვინც რაღაცის შექმნას ცდილობდა
გაფუჭებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ "კვარა" თანაგუნდელმა გაამხნევა
მიუხედავად გაფუჭებული პენალტისა, ხვიჩა მაინც საუკეთესო იყო - რა შეფასება მიიღო ქართველმა?
ხვიჩამ პენალტი გააფუჭა [VIDEO]
ხვიჩას დიდებული ჟესტი, რომელმაც "ნაპოლის" ქომაგები აღაფრთოვანა
ხვიჩა სასწაული ბიჭი გვყავს საუკეთესო იყო ნაპოლიში