"მილანთან" მატჩის შემდეგ "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გამოუყენებელი პენალტის გამო სოციალურ ქსელებში გააკრიტიკეს. ქართველს გაზეთ Il Mattino-ს ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ანა ტრიესტე გამოექომაგა.
"12 მომენტზე მეტი, 3546 შეურაცხყოფა, მხოლოდ ერთი გოლი 90-ე წუთზე. მაინც მადლობა, ბიჭებო.
ხელები შორს კვარაცხელიასგან. კარგი, პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ ამ საღამომდე რომ მოვედით და რამდენიმე საათი ვიოცნებეთ, ეს პირველ რიგში მისი დამსახურებაა".
არაუშავს ხვიჩა,ცრემლებს მოაქვს მეტი გამოცდილება და ჟინი უკეთესი მომავლის. გვიყვარხარ შენს ძმებს ქართველებს ... :)