"კვარა ეგოისტია" - ფედელემ "ნაპოლი" მკაცრად გააკრიტიკა

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Televomero-ს ეთერში "ნაპოლისა" და "მილანის" (1:1) შეხვედრაზე ისაუბრა. ფედელემ "პარტენოპეის" ორი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი გააკრიტიკა.

"ვინმემ ოსიმენი მოედანზე შენიშნეთ? მე ნამდვილად ვერ დავინახე, "ნაპოლი" 10 ფეხბურთელით თამაშობდა. იყო თუ არა ლოსანოს ეპიზოდში პენალტი? არ ვიცი, მითხრეს, რომ ოლივიე ჟირუს მომენტიც გადამოწმებას საჭიროებდა. ყველაზე მეტად გული აურელიო დე ლაურენტისზე მწყდება, რადგან ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნით დიდი ფული დაკარგა. "როსონერი" შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავიდა.

"კვარა"? ჩემი აზრით, ქართველი შემტევი ცოტათი ეგოისტია"
- განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" 23 აპრილს, სერია A-ს 31-ე ტურში, "იუვენტუსს" დაუპირისპირდება.

alt"ფორმაში არ არის, მაგრამ..." - ფედელემ "კვარაზე" ისაუბრა

alt"ნაპოლის" გუნდში უცხოპლანეტელი ჰყავს" - ფედელე აღტაცებულია

alt"დაუბრუნეთ "იუვენტუსს" 15 ქულა! - ფედელე ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

მკითხველის კომენტარები / 24 /
გამოჩნდა პარმალატის საფრთხობელა. ამას პასპორტშიც იგივე სურათი ექნება, რაც სტატიაშია. ამანაც ხომ უნდა თქვას რაიმე კრიტიკული ხვიჩაზე, ისე როგორ შეიძლება
სახელი
15:15 19-04-2023
6
ეს იტალიელებიც ქართველი მეწარმეებივით არიან, 1000 ლარიანი თანამშრომლებზე ხელფასით, პირველივე წელსვე მილიონიანი მოგება უნდათ, ხელფასების მომავალში მომატების ტყუილი დაპირებით და თანამშრომელთა 24/7/365 შეუცვლელად პახაობით. ნაპოლიმ ჯერ ჩემპიონობა შეირგოს ამ მოთამაშეებით და მათი ხელფასებით და შეუცვლელი პახაობით და მომავალ წელს შესაბამისი კონტრაქტებით და პირობების გაუმჯობესებით სხვა უფრო დიდ მიზნებზე იფიქროს. ნაპოლიზე მაგარი გუნდები წლებით შრომობენ, რომ სულ მცირე ქვეყნის ჩემპიონობა მოიგონ, წლები.
ეგოისტი
15:38 19-04-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული