"მეცის" 22 წლის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის მარტის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
მიქაუტაძე 17 გატანილი გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირია და ამას გარდა, მის ანგარიშზე 7 საგოლე გადაცემაა.
"მეცი" ჩემპიონატზე 55 ქულით მესამე ადგილზეა და ლიგა 1-ში დასაბრუნებლად იბრძვის.