ბოლო დროის ამბების გამო "ნაპოლი" კარგ ხასიათზე ვერაფრით იქნება, თუმცა აქ ჩემპიონობასთან ისე ახლოს არიან, ეს საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანონ. ლუჩანო სპალეტის გუნდს ტრავმის გამო მარიო რუი, მატეო პოლიტანო და ჯოვანი სიმეონე დააკლდებიან, სხვა ცვლილებები კი მოთამაშეთა ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე უნდა იყოს. ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს განსაკუთრებული დაძაბვა არ სჭირდებათ, თავადაც მშვენივრად იციან, რომ გატანა ძალიან სჭირდებათ და ეს კარგ ხასიათზე მოიყვანთ. ნიგერიელმა "მილანის" კარი გვიან, მაგრამ მაინც აიღო, ჩვენებურს კი 19 მარტის შემდეგ შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. "კვარა" ყველაფერს დაძლევს, ამის გვჯერა. "იუვენტუსთან" პირველი წრის დაპირისპირების წინაც საუბარი კრიზისზე იყო, ქართველმა გარემარბმა კი მონაწილეობა, ფაქტობრივად, ხუთივე გატანილ გოლში მიიღო და სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჰქონდა.
"იუვენტუსი" საკუთარ მოედანზე ძლიერი გუნდია. აბა, გასვლაზე მოპოვებული ქულებით ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს. ძალიან დაძაბულ და საინტერესო შეხვედრას ველით.
"ნაპოლიმ" ამ სტადიონზე ბოლოს 2018 წელს მოიგო. იმ მატჩში მათგან ვინც მონაწილეობდა, ახლა ვერავინ ითამაშებს, მარიო რუი ტრავმირებულია, დანარჩენები კი ნეაპოლელთა რიგებში აღარ გამოდიან. დაუვიწყარი იყო 2019 წლის შეხვედრა (4:3), კრიშტიანო რონალდოს გოლი და კულიბალის ავტოგოლით გაფორმებული გამარჯვება 92-ე წუთზე. მატჩს ფაბრი განსჯის.
"ნაპოლისთან" შეხვედრამდე "იუვენტუსს" ჩამოკლებული 15 ქულა დაუბრუნეს
უმადურობა, სპალეტის პიოლისთან წაგებული დუელი და შემოქმედი კვარაცხელია
როგორი იქნება კვარაცხელია ამ მატჩის შემდეგ? - ხვიჩას ახალი სიტყვა და დიდება ამპარტავნების გარეშე!..