მატჩის დღე! "ნაპოლი" ჩემპიონობის გაფორმებას მიუახლოვდება თუ "იუვენტუსი" მთავარი კონკურენტი გახდება?

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურში ლიდერ "ნაპოლის" მთავარი კონკურენტი "ლაციო" დამარცხდა. დღეს, 23 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე კარგი აფიშა გვაქვს - "იუვენტუსი" ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს უმასპინძლებს. მატჩს სატურნირო ამბები, გარკვეულწილად, ჩრდილავდა, მოულოდნელად კი დიდი ინტრიგა დაბრუნდა. ტურინინელებს ჩამოკლებული 15 ქულა დაუბრუნეს და ალეგრის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად სერიოზულ განაცხადს აკეთებს. ეს მილანურ კლუბებს, რომლებიც აქ ახლა ნახევარფინალში არიან, მომავალ წელს ამ ტურნირზე მოხვედრას ურთულებს, თუკი, რასაკვირველია, რომელიმემ უეფას მთავარ საკლუბო შეჯიბრებაზე წელს არ გაიმარჯვა. გუნდებს შორის სხვაობა 16 ქულაა. თუკი
ნეპაოლელებმა ის გაზარდეს, ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმებას ძალიან მიუახლოვდებიან, მარცხის შემთხვევაში კი გარკვეული ინტრიგა შენარჩუნდება და "იუვე" პირველობისთვის იბრძოლებს, ალეგრის გუნდი მთავარი კონკურენტი გახდება!..

Sportall.Ge

ბოლო დროის ამბების გამო "ნაპოლი" კარგ ხასიათზე ვერაფრით იქნება, თუმცა აქ ჩემპიონობასთან ისე ახლოს არიან, ეს საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანონ. ლუჩანო სპალეტის გუნდს ტრავმის გამო მარიო რუი, მატეო პოლიტანო და ჯოვანი სიმეონე დააკლდებიან, სხვა ცვლილებები კი მოთამაშეთა ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე უნდა იყოს. ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს განსაკუთრებული დაძაბვა არ სჭირდებათ, თავადაც მშვენივრად იციან, რომ გატანა ძალიან სჭირდებათ და ეს კარგ ხასიათზე მოიყვანთ. ნიგერიელმა "მილანის" კარი გვიან, მაგრამ მაინც აიღო, ჩვენებურს კი 19 მარტის შემდეგ შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. "კვარა" ყველაფერს დაძლევს, ამის გვჯერა. "იუვენტუსთან" პირველი წრის დაპირისპირების წინაც საუბარი კრიზისზე იყო, ქართველმა გარემარბმა კი მონაწილეობა, ფაქტობრივად, ხუთივე გატანილ გოლში მიიღო და სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჰქონდა.

Sportall.Ge

"იუვენტუსი" საკუთარ მოედანზე ძლიერი გუნდია. აბა, გასვლაზე მოპოვებული ქულებით ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს. ძალიან დაძაბულ და საინტერესო შეხვედრას ველით.

"ნაპოლიმ" ამ სტადიონზე ბოლოს 2018 წელს მოიგო. იმ მატჩში მათგან ვინც მონაწილეობდა, ახლა ვერავინ ითამაშებს, მარიო რუი ტრავმირებულია, დანარჩენები კი ნეაპოლელთა რიგებში აღარ გამოდიან. დაუვიწყარი იყო 2019 წლის შეხვედრა (4:3), კრიშტიანო რონალდოს გოლი და კულიბალის ავტოგოლით გაფორმებული გამარჯვება 92-ე წუთზე. მატჩს ფაბრი განსჯის.

alt "ნაპოლისთან" შეხვედრამდე "იუვენტუსს" ჩამოკლებული 15 ქულა დაუბრუნეს

altუმადურობა, სპალეტის პიოლისთან წაგებული დუელი და შემოქმედი კვარაცხელია

altროგორი იქნება კვარაცხელია ამ მატჩის შემდეგ? - ხვიჩას ახალი სიტყვა და დიდება ამპარტავნების გარეშე!..

მკითხველის კომენტარები / 20 /
ჩემი მოკრძალებული აზრით ხვიჩამ ყველა შესაძლო მატჩი უნდა ითამაშოს. ფიზიკურად და მორალურად ჭირდება ხვიჩას ეს რომ მომავალ სეზონში იმ გამოწვევებს რაც წელს აქვს ადვილად გაუმკლავდეს. მოდით დაფიქრდით ხვიჩა იქნება მომავალ წელს ნაპოლის მთავარი კაცი და ლიდერი. წელს თუ ბოლომდე დაიხარჯება მომავალში გაუადვილდება თან ლიდერის ტვირთიც უნდა ატაროს. ამას უნდა შეეგუოს ყველა, უპირველეს ყოვლისა ხვიჩამ უნდა შეეგუოს და (მარიო რუი და მისნაირები ერთ ადგილას მოჯდნენ) თუ ხვიჩას ტეოს დონის მცველს მიუყვანენ აუცილებლად იქნება ყველაზე ძლიერი ტანდემი. ვილი სანიოლი დებილი ხომ არაა აზაროვს და წიტას რომ ათამაშებს ხვიჩას ერთად. იმიტომ რომ უფრო შემტევია ორივე ვიდრე მცველი რაც ხვიჩას სივრცეებს უხსნის. ღმერთი შენსკენ კვარა.
roma bejanidze
20:30 21-04-2023
2
დაისვენოს რას ქვია ვერ გავიგე? ნახევარი გუნდი ლაზარეთშია, არცერთ ტურნირზე აღარ თამაშობენ და ასე ახლოს არიან იტალიის ჩემპიონობასთან და დასვენების დროა ეხლაა?? ფეხბურთს თამაშობს ბოლო ბოლო შახტაში კი არაა ჩასასვლელი! / ესააა ამ ბიჭის პროფესია და ესაა მისი ოცნება, ქრ დაიღალოს და ოფლი არ გამოუვიდეს, წვიმაში არ ათამაშონ და არაფერი ატკინოთ, ასე არაა ბაბუა საქმე…/ ზოგი რეეებს წერს გაგიჟდები კაცი,/ კიდე კაი ხვიჩას არ აინტერესებს ეს სიგიჟე, და მართლა პროფესუობალია და რაც მთავარია ზარმაცი არააა, ოცნებასთან სულ რაღაც 4-5 მოგებაღა აკლია, შეიძლება არც ამდენი დაჭირდეს და ისტორიაში შევა სამუდამოდ, მის ნახატებს ნეაპოლის კედლებიდან არავინ არქსოდეს წაშლის,100 წელიც რომ გავიდეს მაინც
Vasili
09:24 22-04-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული