დე შილიო: გეტყვით, როგორ შევაჩერებ კვარაცხელიას

AutoSharing Option
ხვალ, 23 აპრილს, სერია A-ს 31-ე ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "იუვენტუსს" ესტუმრება. აღნიშნული მატჩის შესახებ "ბიანკონერის" განაპირა მცველმა მატია დე შილიომ ისაუბრა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა.

მისი თქმით, მაქსიმალურად ეცდება, რომ ქართველს სივრცეები შეუზღუდოს.

"ვფიქრობ, კვარაცხელიას მსგავსი მოთამაშეების შესაჩერებლად, საუკეთესო გზა სივრცეების შეზღუდვაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის პრობლემებს შეგვიქმნის.

პირველ წრეში "ნაპოლისთან" მტკივნეული მარცხი განვიცადეთ. ხვალინდელ მატჩში შურისძიების საშუალება გვექნება" - განაცხადა დე შილიომ.

შეგახსენებთ, "იუვენტუსისა" და "პარტენოპეის" შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

altSky Sports: "ნაპოლის" 3 წამყვანი

ფეხბურთელი დატოვებს

alt"იუვენტუსი" VS "ნაპოლი" - მატჩი, რომელმაც ინტრიგა დაიბრუნა!..

altმარიო რუიმ სეზონი დაასრულა

მკითხველის კომენტარები / 4 /
დე შილიოს გაჩერებული კაცი არ გაიშვას არსად :დდდ მით უმეტეს კვარა :დდ
ilar10N YouTube
13:39 22-04-2023
7
ხვიჩამ კი დახარჯა ბევრი ენერგია ბოლო თამაშებში, მაგრამ მაინც ძირითადში უნდა გამოვიდეს. აგერ, ოლივეირა იქნება რუის ნაცვლად და მართლა მიხედავს დაცვას რუისგან განსხვავებით. ხვიჩა შეტევას მიხედავს და აღარ მოუწევს ძალიან ღრმად უკან ჩამოსვლა და ლამის ,,პადკატებით" მეტოქეებისთვის ბურთის ართმევა.
ამ სპალეტისაც გვარიდან მოკვეთენ გუნდი რომ მეორე ნომრად ათამაშოს კონტრშეტევებზე? იუვენტუსმა ირბინოს ბურთზე.
კოლა
12:41 22-04-2023
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული