საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურში „მეცი“ გასვლაზე „სენტ-ეტიენს“ პირველ ტაიმში 3:0 ამარცხებს. სტუმრები მე-10 წუთზე გიორგი მიქაუტაძემ დაააწინაურა, მე-12 წუთზე მეორე გოლი კოფი კუაომ გაიტანა, 26-ე წუთზე კი ქართველმა პენალტი ზუსტად შეასრულა.
ამის შემდეგ ტრიბუნებზე არეულობას ჰქონდა ადგილი და მატჩი შეწყდა.
მიქაუტაძე 19 გატანილი გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირია და ამას გარდა, მის ანგარიშზე 7 საგოლე გადაცემაა.