მიქაუტაძემ ზედიზედ მეორე მატჩში შეასრულა დუბლი - "მეცმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურში „მეცმა“ გასვლაზე „სენტ-ეტიენი“ 3:1 დაამარცხა.

სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ისევ ჩინებულად გაისარჯა და ზედიზედ მეორე მატჩში დუბლი შეასრულა. მიქაუტაძე 19 გატანილი გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირია და ამას გარდა, მის ანგარიშზე 7 საგოლე გადაცემაა.

„მეცი“ მე-10 წუთზე გიორგი მიქაუტაძემ დაააწინაურა, მე-12 წუთზე მეორე გოლი კოფი კუაომ გაიტანა, 26-ე წუთზე კი ქართველმა პენალტი ზუსტად შეასრულა. შემდეგ ტრიბუნებზე არეულობის გამო შეხვედრა რამდენიმე წუთით შეჩერდა. 37-ე წუთზე მეკარის შეცდომით მასპინძელთა მცველმა ნკუნკუმ ისარგებლა და
ანგარიში შეამცირა. მეორე ტაიმში მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა უფრო სახიფათოდ სტუმრები უტევდნენ. მე-80 წუთზე მსაჯმა უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათით „მეცის“ ნახევარმცველი კამარა გააძევა და მწვრთნელმა ბოლონიმ გიორგი შეცვალა.

„მეცი“ 58 ქულით მეორე ადგილზეა და 29 აპრილს „პარიზს“ უმასპინძლებს. ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 56 ქულით მესამე პოზიციაზეა და 24 აპრილს „გრენობლს“ დაუხვდება.

სენტ-ეტიენი. „ჟოფრუა გიშარი“
სენტ-ეტიენი - მეცი 1:3
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (10), 0:2 კუაო (12), 0:3 მიქაუტაძე (26, პენ), 1:3 ნკუნკუ (37)
გაძევება: კამარა (80)

მკითხველის კომენტარები / 13 /
გვეამაყები ჟორჟ! შენ ყველაფერი გაქვს იმისათვის რომ დიდი ფეხბურთი ითამაშო.
წარმატებები!
ქობულეთიდან
23:15 22-04-2023
0
მაგარი კაცი,ყოჩაღ ჟორჟ,თქვენი "ოქროს" თაობა აუცილებლად დადებს შედეგს.წარმატებები ბიჭებო
Mr.Kostaia
00:12 23-04-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული