"მის ნაცვლად "კვარა" უნდა გაეძევებინათ - "გომორას" ვარსკვლავი ხვიჩასა და გატის მომენტს გამოეხმაურა

AutoSharing Option
ცნობილი იტალიური სერიალის, "გომორას" ვარსკვლავი სალვატორე ესპოსიტო სოციალური ქსელის მეშვეობით "ნაპოლისა" და "იუვენტუსის" (1:0) მატჩს გამოეხმაურა. მოგეხსენებათ, პირველ ტაიმში მასიმო გატიმ ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ იუხეშა, თუმცა იტალიელი არ გააძევეს.

"კვარაცხელიამ გატის თავი ხელში ჩაარტყა, ამიტომ ქართველი წითელ ბარათს იმსახურებდა" - დაწერა ხუმრობით ესპოსიტომ სოციალურ ქსელში.

"იუვენტუსის" ლეგენდამ, კლაუდიო მარკიზიომ, აღნიშნულ ეპიზოდზე განაცხადა, რომ შეხვედრის მთავარ არბიტრს "ბიანკონერის" ნახევარმცველი აუცილებლად უნდა გაეძევებინა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს 78 ქულით ლიდერობს. "პარტენოპეის" ჩემპიონობის მოსაპოვებლად 5 ქულა სჭირდება, თუმცა არსებობს შანსი, რომ სპალეტის გუნდმა
სკუდეტო მომდევნო ტურშივე გაინაღდოს, იმ შემთხვევაში, თუ ნეაპოლელები "სალერნიტანას" დაამარცხებენ და "ლაციო" "ინტერთან" გამარჯვების მოპოვებას ვერ შეძლებს.

alt"სცადა, თუმცა არ გამოუვიდა" - ალეგრიმ დე ლაურენტისზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

alt"ამ მოთამაშეს ჩემი თვალის სინათლეს ვუწოდებ" - სპალეტი საკუთარი შეგირდით აღფრთოვანებულია

altსრული სიგიჟე ნეაპოლში - რა ვიდეოს აქვეყნებს ხვიჩა კვარაცხელია "იუვენტუსთან" გამარჯვების შემდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
კინაღამ არ დავუკურთხე,ამ დროს თურმე რას ამბობს....სათაურია შეგეშინდება....
ნიკო
17:36 24-04-2023
0
კი წერია სტატიაში, რომ მსახიობმა გაიხუმრაო, მაგრამ ვიცი, რომ მაინც ატყდება გინება კომენტარებში. :)
ჩვენთან, მთავარი შინაარსი კი არაა, მთავარია ვინმეს შეურაცხყოფის მიზეზი გვქონდეს.
გოგია
15:46 24-04-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული