მამარდაშვილი "მანჩესტერში"? ინგლისური გუნდი დე ხეას კონტრაქტზე ვერ უთანხმდება

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა დავიდ დე ხეას შემცვლელს ეძებს. "წითელი ეშკამების" ბოსები ესპანელ მეკარეს ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდებიან და თავის დაზღვევის მიზნით კარის დამცველის ძიება უკვე დაიწყეს.

მოგეხსენებათ, დე ხეა 32 წლისაა, "იუნაიტედის" ღირსებას კი 2011 წლიდან იცავს. ხელშეკრულების დეტალებზე ვერშეთანხმებას დავიდის ამ სეზონში არასახარბიელო გამოსვლაც ემატება.

ვინ შეცვლის ესპანელს?

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერიკ ტენ ჰაგს სურს, რომ კლუბისთვის ლეგენდარული გოლკიპერი ახალგაზრდამ ჩაანაცვლოს, ასეთად კი პირველ ვარიანტად გიორგი მამარდაშვილი განიხილება. "ვალენსიის" საშინელი სეზონისდა მიუხედავად, მამარდაშვილი მაინც ბრწყინავს და არაერთ დასამახსოვრებელ მომენტს
გვჩუქნის.

ყველამ კარგად იცის, რომ დღეს "ღამურებს" ფინანსური პრობლემები აქვს, გიორგი კი ერთ-ერთი ძვირად ღირებული მეკარეა...

თუმცა მედალს ორი მხარე აქვს, რამდენად შეელევა ესპანური მხარე ქართველ მეკარეს და რამდენად გადაიხდის "წითელი ეშმაკების" ხელძღვანელობა მეკარეში დიდ თანხას...

მომზადებულია sportsmanor-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამდენი არამცოდნე საიდან ხართ ამ საიტზე ? შეცდომას ყველა მეკარე უშვებს , აირჩიეთ რომელი მეკარეც გინდათ და გადაამოწმეთ სეზონში იმდენ შეცდომას ყველა უშვებს რამდენიც ეხლა გიორგის აქვს . თან 22 წლის ბიჭია , მეკარესთის ეს ასაკი არის იგივე 17 წლის თავდამსხმელი რო იყოს . გამოსვლებზე მუშაობს ძალიან ბევრს და მომავალ სეზონში უკვე ყველგან იფრენს ყველა პოზიციაზე
ლშა_იუვენტინო
12:07 25-04-2023
1
კვარა და მამარდა 2 წლის მერე ერთად რეალში
ჯუღელა
06:30 25-04-2023
1

სიახლეები პოპულარული