მიქაუტაძე და დავითაშვილი ტურის სიმბოლურში მოხვდნენ

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში გიორგი მიქაუტაძე (მეცი) და ზურიკო დავითაშვილი (ბორდო) მოხვდნენ.

მიქაუტაძემ სტუმრად "სენტ-ეტიენთან" მოგებულ მატჩში (3:1) დუბლი შეასრულა და 19 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.

დავითაშვილის "ბორდომ" კი სახლში "გრენობლს" 3:0 სძლია და ქართველმა მეტოქის კარი დალაშქრა. მან მიმდინარე ტურნირზე მე-3 გოლი გაიტანა.

"ბორდო" 59 ქულით მეორე ადგილზეა, "მეცი" კი 58-ით - მესამეზე.



მკითხველის კომენტარები / 1 /
მხოლოდ გოლები არა,ორივემ მართლაც კარგად ითამაშეს და დაიმსახურეს.გიორგისგან თუ უკვე მივეჩვიეთ კარგ თამაშს,ზურიკოსგან,ასე თავისუფალი,დაუძაბავი თამაში,დიდი ხანია არ მინახია.იქნებ გაიხსნას.უკვე დიდი ხანია, დროა.
სოსო
22:50 26-04-2023
0

სიახლეები პოპულარული