19 წლის გერამ 90+3-ე წუთზე გატანილი გოლით "ვალენსიას" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 31-ე ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე „ვალიადოლიდი“ 2:1 დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებმა თამაში ხუთი მცველით დაიწყეს, მეტოქეს შეტევისას სივრცეებს უტოვებდნენ და დიახაბის შეცდომის შედეგად ლარინმა დებიუტში მამარდაშვილს გაუტანა. ტაიმის დასასრულს კარიდან გამოსულ ქართველ მეკარეს შორიდან ესკუდერომ დაურტყა, მაგრამ ბედად, ბურთი მიზანს გადააცილა. მასპინძლებმა თავი ვერაფრით გამოიჩინეს და მსაჯს უხეშობისთვის მათი მცველის, ოზკაჯარის გაძევება შეეძლო, თუმცა ყვითელი ბარათითაც არ დასაჯა.

მეორე ტაიმში „ვალენსია“ იერიშებზე გადავიდა, დიახაბის თავით დარტყმული ბურთი მეკარე მასიპმა კურიოზულად გაუშვა და ანგარიში გათანაბრდა. შემდეგ „ვალიადოლიდის“ მცველი
ფრესნედა გიორგისთან პირისპირ აღმოჩნდა და სამი მეტრიდან ბურთის კარისთვის აცილება მოახერხა. ბოლოს "ღამურებმა" დიდი ძალებით შეუტია და შეცვლაზე შესულმა 19 წლის ხავი გერამ შორიდან ულამაზესი გოლი გაიტანა.

„ვალენსიამ“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, გასავარდნ ზონას თავი დააღწია, 33 ქულით მე-16 ადგილზეა და 30 აპრილს გასვლაზე „კადისს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 42 023 მაყურებელი

ვალენსია - ვალიადოლიდი 2:1
გოლები: 0:1 ლარინი (6), 1:1 დიახაბი (59), 2:1 გერა (90+3)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული