ლოჩოშვილმა შემტევებს გასაქანი არ მისცა - "კრემონეზე" "ფიორენტინას" დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალური მატჩი „ფიორენტინასა“ და „კრემონეზეს“ შორის 0:0 დასრულდა და ფლორენციული გუნდი 2014 წლის შემდეგ პირველად გავიდა ფინალში.

„კრემონეზეს“ მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, დამაჯერებელი იყო; პირველ ტაიმში ვარდნაში კაბრალს ნაღდი გოლი არ გაატანინა, მოწინააღმდეგის შემტევებთან ბურთზე ბრძოლაში შესანიშნავად ირჯებოდა და საერთოდაც, თავი კარგად წარმოაჩინა.

კრემონულ გუნდს პირველი მატჩი 0:2 ჰქონდა წაგებული, სტუმრად მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო, თუმცა ვერ დაამარცხა და გათამაშებას გამოეთიშა. 24 მაისს რომში, ფინალში კი, „ფიორენტინა“ „ინტერს“ შეხვდება.

შემდეგ შეხვედრას „კრემონეზე“ 30 აპრილს სერია A-ში
სახლში „ვერონასთან“ გამართავს.

ფლორენცია. „არტემიო ფრანკი“
ფიორენტინა - კრემონეზე 0:0

მკითხველის კომენტარები / 5 /
აზაროვს და ტაბიძეს ახალი გუნდი სჭირდებათ. ამიტომაც ათამაშეს. ნაკრები ეხმარება ამაში, სამაგიეროთ ხიზანას დაუფასდებააა. ფულია მთავარი, ნაკრები არა.რაარის აქ გაურკვეველი, ან ახალი
ლევან მაღლაკელიძე
08:54 30-04-2023
0
Lukam ashkarad moumata am bolos.
Givi
08:35 28-04-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული