"რატომ ჰგავს ხვიჩა კვარაცხელია ჯორჯ ბესტს?" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" რიგებში ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ქართველი გარემარბი მუდამ იტალიური პრესის ყურადღების ცენტრშია და უკვე მრავალი გრანდის ინტერესთა სფეროში მოექცა. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, "კვარა" თამაშის სტილით ყველაზე მეტად "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდას ჯორჯ ბესტს წააგავს. გთავაზობთ ვიდეოს, რომლის ნახვის შემდეგ ამაში თავადაც დარწმუნდებით.

შეგახსენებთ, შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით მიმდინარე სეზონში 36 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და 16 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

ვიდეო: დარიო სანტორო

alt"ნაპოლი საქართველოს" ხელმძღვანელის "სიყვარული" მარიო რუის მიმართ და "კვარას" გამო გაზრდილი ინტერესი...

alt"როგორ

აღმოჩნდა "ოქროს ბურთის" პოტენციური მომპოვებელი ქართველი ჯორჯ ბესტი ნეაპოლში?" - იტალიელმა ჟურნალისტმა საინტერესო წერილი გამოაქვეყნა

altკვარაცხელიასა და ოსიმენის ჩვეული თამაშის მოლოდინში... - სკუდეტო, რომელზედაც ისინი გაახსენდებათ...

მკითხველის კომენტარები / 10 /
თქვენ მეტრეველის თამაში არ გახსოვთ შვილებო, რეინკარნაციაა ხვიჩა ცხონებული სლავასი, ევროპის ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების გოლი აკლია მხოლოდ.
ბაბუა უვიცი
30 აპრილი 2023 13:21
3
როგორც კი ხვიჩამ იტალიის ჩემპიონატში დაიწყო და ფანტასტიკურად ათამაშდა აქ, ამ საიტზე რამდენჯერმე დავწერე, რომ ხვიჩას და ბესტის თამაში, მანერა, ფეხბურთისადმი მიდგომა, სტილი ყველაზე მეტი მსგავსებაა! ძალიან საყვარელკ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა ბესტი! ახლა ხვიჩაა ამ ამპლუაში!
aburjga
30 აპრილი 2023 08:16
3
მეც ყველაზე უფრო მაგას ვამსგავსებ.ოღონდ დალევაში არა,თამაშში.
კახა ქ.
30 აპრილი 2023 07:41
0
კი მსგავსება ნამდვილად არის.
გიგა
29 აპრილი 2023 19:01
0
Mომინდომეს ბესტთან, ჩრ. ირლანდიელი და მანჩესტერელი ფანების კუმირთან, შედარება. კარგით, გეყოფათ!!! დადეთ!!!
S.K.K.
29 აპრილი 2023 15:34
47
რა მაგრად ჰგავს მართლა თამაშის სტილით
დავით 67
29 აპრილი 2023 14:58
2
ჰგავდა, ახლა აღარ ჰგავს სპალეტის ხელში, რომელსაც საშუალო დონის პოლიტანო ურჩევნია ვარსკვლავ კვარას
უტა
29 აპრილი 2023 14:28
6
სლალეტიმ ასწავლა ფეხბურთის თამაში. მარტო დრიბლინგით ბევრს ვერ მიაღწევს ფახბურთელი. მოედანს უნდა ხედავდეს, პასი იცოდეს და კარშიც დროულად უნდა დაარტყას. მადლობა სპალეტის.
გიორგი
29 აპრილი 2023 16:47
14
ნიკალა მართალი ხარ! მეც მაგას დიდი ხანია ვფიქრობ და ვამბობ. ჩვენი აზრების დასადასტურებლად ქართველებს გვყავს რეზო ძოძუაშვილი (მიხიჩა), მაინც ვკითხოთ მას, რადგან მგონია, რომ ერთადერთია მსოფლიოში ვინც ჯორჯ ბესტის (ითარგმნება როგორც "საუკეთესო) ფეხებს გასაქანი არ მისცა.
პ.ს. კარგი საფეხბურთო დრო იყო საქართველოში: ჩვენ რომ ვარსკვლავები გვყავდა დიდ საფეხბურთო ქვეყნებს ოცნებაც კი არ შეეძლოთ მათზე, ან მათ ნაირებზე. სახელები და გვარები - ყველამ ვიცით!
ვაჟა მასწავლებელი
29 აპრილი 2023 13:53
2
ჯორჯ ბესტის საფლავის ქვაზე წერია მარადონა გუდ, პელე ბეთერ, ჯორჯ ბესთ. ხვიჩა კი თანამედროვე ფეხბურთის ბესტია ანუ (საუკეთესო).
Charley
29 აპრილი 2023 13:49
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული