"ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა და მისი საჩემპიონო ზეიმი გადაიდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 32-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანასთან“ ფრეს (1:1) დასჯერდა და მისი საჩემპიონო ზეიმი გადაიდო.

გამარჯვების შემთხვევაში "ნაპოლი" 6 ტურით ადრე გახდებოდა ჩემპიონი, მატჩის დასაწყისიდანვე შეუტიეს, თუმცა სტუმრები თავს უნარიანად იცავდნენ. პირველი მომენტი ოსიმენს ჰქონდა, რომლის თავით დარტყმული ბურთი მეკარე ოჩოამ მოიგერია. კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, სივრცეებს უზღუდავდნენ და გასაქანს არ აძლევდნენ. 42-ე წუთზე ოჩოამ ანგისას არ გაატანინა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

შესვენების შემდეგ „ნაპოლი“ ისევ გადავიდა იერიშებზე, ხვიჩას შორიდან ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, ზილენსკიმ მაკრატელათი ვერ გაიტანა, ნეაპოლელთა
მწვრთნელმა სპალეტიმ ზილენსკისა და ლოსანოს ნაცვლად შეცვლაზე ელმასი და რასპადორი შეუშვა და 62-ე წუთზე ოლივეირამ ნანატრი გოლი გაიტანა.

მორიგი შეტევისას ქართველი მცველს გაექცა, რასპადორის ხელსაყრელ პოზიციაზე პასი გაუკეთა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში „კვარამ“ ისეც სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა და ისევ მცირედით ააცილა კარს. 84-ე წუთზე სალერნოელებმა პირველივე შანსი გამოიყენეს და დიამ ანგარიში გაათანაბრა. 87-ე წუთზე "კვარა"  მახვილი კუთხიდან მეკარესთან პირისპირ გავიდა და მეკარემ არ გაატანინა. ბოლოს რასპადორიმ ვერ უწია მიზანს და "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა.

„ნაპოლი“ შემდეგ შეხვედრას 4 მაისს გასვლაზე „უდინეზესთან“ გამართავს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - სალერნიტანა 1:1
გოლები: 1:0 ოლივეირა (62), 1:1 დია (84)

მკითხველის კომენტარები / 57 /
ქებამ აწყინათ!!!
!!
30 აპრილი 2023 19:53
3
აქ ჩემპიონობაზე არავინ ვდაობთ, ეგ უკვე დიდი ხანია გარანტირებული იყო.. უბრალოდ კვარას 1:1-ზე უნდა შეეგდო და საჩემპიონო გოლით ნაპოლის ისტორიაში სამუდამოდ დარჩებოდა. ეგეთ კლასნი ფეხბურთელს მეტი მოეთხოვება
papai
01 მაისი 2023 15:31
0
ჩემპიონობა არსად წავა დარწმუნებული ვარ, უდინეზესთან მატჩში ვიზეიმებთ მას. უბრალოდ თვალში საცემია ის რო ნაპოლი საგოლე მომენტებს ვეღარ ქმნის იმდენს რასაც ადრე აკეთებდა შედეგებიც არ არის ისეთი როგორიც იყო. აქ სხვა და სხვა მიზეზები შეიძლება იყოს მაგრამ, ფაქტია ბოლო პასის პრობლემა აშკარაა. ამ საკითხს ხვიჩა აგვარებდა. ხვიჩა კი ბოლო რამდენიმე თამაშია ამ კუთხით მოისუსტებს, უკვე რამდენი ხანია მისი საგოლე გადაცემა არ გვინახავს და არც გოლი. იმედია ეს ნავსი გატყდება უდინეზესთან, წარმატებები ხვიჩას.
გია
01 მაისი 2023 12:26
0
ამ წამს რეალური მეტოქე იუვენტუსია და არა ლაციო. 6 ტური დარჩა და 18 ქულით არის ლაციოსთან. ყველა დარჩენილი რომ წააგოს ნაპოლიმ და ყველა მოიგოს ლაციომ, მაინც ვერ გადაასწრებს ლაციო.
აი იუვე სულ სხვა საქმეა.
დრეს თუ მოიგო, პლიუს 17 ქულა ექნება ნაპოლის და მერე უკვე იუვეს უჩნდება შანსი. მოკლედ მაისის თვეში გადავიდა მინც დაძაბულობა.
4 ივნისს მთავრდება ჩემპიონატი და შეიძლება დღევანდელი ფრე კარგიც კი იყო , ინტერესისთვის.
@
30 აპრილი 2023 22:26
5
ამ წამს უმაგრესი რაღაც მოხდა. იუვემ ფრე ითამაშა და ქულები დაკარგა!
იუვე თეორიულადაც გამოირიცხა. ახლა ნაპოლის ერთი ფრეც ჰყოფნის.
ლაციო თუ ქულას დაკარგავს, საერთოდ ყვემა თამაში რომ წააგოს, მაინც ჩემპიონი ხდება
@
01 მაისი 2023 00:51
1
თეორიული შანსი იუვეს უფრო აქვს ვიდრე ლაციოს. თეორიული შანსი რომ არ ჰქონდეს იუვეს, დღეს ფრეზეც მისცემდნენ ნაპოლის ჩემპიონობას.
არ ვხუმრობ.
რის გამოც ნაპოლიმ დღეს ფრეზე ჩემპიონობა ვერ აიღო, არის იუვეს თეორიული შანსი.
ლაციოს ეგ თეორიულიც აღარ აქვს უკვე.
@
30 აპრილი 2023 23:42
3
ყველა გამოხმაურება
ხვიჩა საქართველოს იმედო, გმირო და გახღებავ.ყურები არ ჩამოყარო, უწნინდესმა დამაბარა შენთან, ჩამოვიდეს ისევ ჩამიყოს უბეში,მისი ტკბილი სახეო,სახეზე მოგეფერები და დაგლოცავ,შვილო ჩემო, ქართული გენის ვატსკვლავო, საქართველოს იმედო და თბილისის მომავალო მერო.
მამა ანთიმოზი
30 აპრილი 2023 20:08
26
როგორი ბინძური ცინიზმია...
!!
30 აპრილი 2023 22:29
0
სად გაიზარდე? ფუუუ
დავით 67
01 მაისი 2023 03:53
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული