"ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა და მისი საჩემპიონო ზეიმი გადაიდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 32-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანასთან“ ფრეს (1:1) დასჯერდა და მისი საჩემპიონო ზეიმი გადაიდო.

გამარჯვების შემთხვევაში "ნაპოლი" 6 ტურით ადრე გახდებოდა ჩემპიონი, მატჩის დასაწყისიდანვე შეუტიეს, თუმცა სტუმრები თავს უნარიანად იცავდნენ. პირველი მომენტი ოსიმენს ჰქონდა, რომლის თავით დარტყმული ბურთი მეკარე ოჩოამ მოიგერია. კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, სივრცეებს უზღუდავდნენ და გასაქანს არ აძლევდნენ. 42-ე წუთზე ოჩოამ ანგისას არ გაატანინა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

შესვენების შემდეგ „ნაპოლი“ ისევ გადავიდა იერიშებზე, ხვიჩას შორიდან ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, ზილენსკიმ მაკრატელათი ვერ გაიტანა, ნეაპოლელთა
მწვრთნელმა სპალეტიმ ზილენსკისა და ლოსანოს ნაცვლად შეცვლაზე ელმასი და რასპადორი შეუშვა და 62-ე წუთზე ოლივეირამ ნანატრი გოლი გაიტანა.

მორიგი შეტევისას ქართველი მცველს გაექცა, რასპადორის ხელსაყრელ პოზიციაზე პასი გაუკეთა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში „კვარამ“ ისეც სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა და ისევ მცირედით ააცილა კარს. 84-ე წუთზე სალერნოელებმა პირველივე შანსი გამოიყენეს და დიამ ანგარიში გაათანაბრა. 87-ე წუთზე "კვარა"  მახვილი კუთხიდან მეკარესთან პირისპირ გავიდა და მეკარემ არ გაატანინა. ბოლოს რასპადორიმ ვერ უწია მიზანს და "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა.

„ნაპოლი“ შემდეგ შეხვედრას 4 მაისს გასვლაზე „უდინეზესთან“ გამართავს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - სალერნიტანა 1:1
გოლები: 1:0 ოლივეირა (62), 1:1 დია (84)

მკითხველის კომენტარები / 57 /
აქ ჩემპიონობაზე არავინ ვდაობთ, ეგ უკვე დიდი ხანია გარანტირებული იყო.. უბრალოდ კვარას 1:1-ზე უნდა შეეგდო და საჩემპიონო გოლით ნაპოლის ისტორიაში სამუდამოდ დარჩებოდა. ეგეთ კლასნი ფეხბურთელს მეტი მოეთხოვება
papai
01 მაისი 2023 15:31
0
ჩემპიონობა არსად წავა დარწმუნებული ვარ, უდინეზესთან მატჩში ვიზეიმებთ მას. უბრალოდ თვალში საცემია ის რო ნაპოლი საგოლე მომენტებს ვეღარ ქმნის იმდენს რასაც ადრე აკეთებდა შედეგებიც არ არის ისეთი როგორიც იყო. აქ სხვა და სხვა მიზეზები შეიძლება იყოს მაგრამ, ფაქტია ბოლო პასის პრობლემა აშკარაა. ამ საკითხს ხვიჩა აგვარებდა. ხვიჩა კი ბოლო რამდენიმე თამაშია ამ კუთხით მოისუსტებს, უკვე რამდენი ხანია მისი საგოლე გადაცემა არ გვინახავს და არც გოლი. იმედია ეს ნავსი გატყდება უდინეზესთან, წარმატებები ხვიჩას.
გია
01 მაისი 2023 12:27
0
ჩემპიონობა არსად წავა დარწმუნებული ვარ, უდინეზესთან მატჩში ვიზეიმებთ მას. უბრალოდ თვალში საცემია ის რო ნაპოლი საგოლე მომენტებს ვეღარ ქმნის იმდენს რასაც ადრე აკეთებდა შედეგებიც არ არის ისეთი როგორიც იყო. აქ სხვა და სხვა მიზეზები შეიძლება იყოს მაგრამ, ფაქტია ბოლო პასის პრობლემა აშკარაა. ამ საკითხს ხვიჩა აგვარებდა. ხვიჩა კი ბოლო რამდენიმე თამაშია ამ კუთხით მოისუსტებს, უკვე რამდენი ხანია მისი საგოლე გადაცემა არ გვინახავს და არც გოლი. იმედია ეს ნავსი გატყდება უდინეზესთან, წარმატებები ხვიჩას.
გია
01 მაისი 2023 12:26
0
საკუთარ კარში გოლის გაშვება სპალეტის სინდისზეა.
უნდოდა, ეფექტურად დაესრულებინა თამაში - ოლივერას დამსახურებული აპლოდისმენტები მიეღო მაყურებლისგან. გულშემატკივრებმა კი დააჯილდოვეს ოლივერა ტაშით, მაგრამ ამ ცვლილებას შედეგად ის მოჰყვა, რომ გაშვებული გოლის დროს, ნაპოლის ცენტრალური თავდამსხმელი და მარცხენა გარემარბი (ოსიმენი და ხვიჩა) იცავდნენ დაცვის ცარიელ მარცხენა ფლანგს. სალერნიტანას პოზიციური შეტევის (და არა კონტრშეტევის) დროს, კვალიფიციური მცველი ფლანგზე არავინ იდგა.
კოლა
01 მაისი 2023 09:28
0
ყვითელი, ანგისას რომ ჰქონდა მილანთან, იმისთანა უნდა, მაგრამ სპაოლეტიმ არ შეცვალა.
სალერნიტანასთან თამაში მალე მთავრდებოდა და არ იყო იმდენად დიდი რისკი ოლივერასთვის, წითელის მიღებისა.
კოლა
01 მაისი 2023 14:01
0
რა შუაშია ტაში, ყვითელი ქონდა და კინაღამ მეორეც მიიღო.. დარჩებოდა მარცხენა მცველის გარეშე მარიო რუიც ხომ ტრამვირებულია
papai
01 მაისი 2023 10:45
0
თავიდანვე არ მჯეროდან ამ თამაშში მოგების და ფრეს ვფიქრობდი და კი დარჩათ ტოტალიზატორებს ნაპოლის მოგებაზე შესრული ფული(კი დაიღუპებოდნენ რომ მოეგო ნაპოლის).
რაც შეეხება ჩემპიონობას არც არსად გაიქცევა და ალბათ მაინც დღესვე გახდება ნაპოლი, როცა ბოლონია-იუვენტუსი ფრე მორჩება და 6 ტურით ადრე ლაციოსთან 18 ქულიანი ფორა ექნება (ბურთებით, ურთიერთშეხვედრებით და სხვაობით სჯობნის) და იუვესთან კი 19 ქულა.
ასე რომ ყველაფერი მაინც მშვენივრად დასრულდება დღეს ნაპოლი ჩემპიონი დღესვე გახდება, ტოტალიზატორებს დარჩათ ნაპოლის ჩემპიონობაზე შესული თანხები და ამ სცენარის დამფინანსებელი კი ყველა ის ადამიანია, ვინც ნაპოლის მოგებაზე დადო ფული!
ქომაგი
30 აპრილი 2023 23:39
6
100% გეთანხმები .
ტოტალიზატორი იყო ყველაფერი
ლაციოს წაგება და ნაპოლის ფრეც( 80 წუთზე კაცი ცვლის მარცხენა მცველს თუნდაც ყვითელი აქვს და შეყავს ცენტრალური მცველი)
ფული ჯოჯოხეთს.....
ნაპოლი უკვე ჩემპიონი არის
ხვიჩას გაუმარჯოს !!!
ჯონი
01 მაისი 2023 01:04
6
ვინც ტოტალიზატორში ფულს დებს ის უბრალოდ უტვინოა და დებილი! განა რა უნდა მოიგო ისეთი რომ რომ საკუთარი ფულით ირისკო. ჩემმა შვილმა რომ თუნდაც ერთხელ დადოს ფსონი, ჩემი ხელით მოვკლავ. ყველაზე დიდი უბედურება საქართველოში არის ეს თამაშები. ვერ ხედავთ რა დადებილებული დადიან ეს მოთამაშეები.400 000 მეტი ადამიანია ვინც ამაზე არის დამოკიდებული 18დან 35წლამდე.
პ.ს.თუ ტოტალიზატორების რეკლამას არ ეწევით უნდა გამოაქვეყნოთ ჩემი კომენტარი
დავით 67
01 მაისი 2023 00:02
1
ხვიჩას ვულოცავ ჩემპიონობას და ვისაც ეჭვი გეპარებათ 1 არგუმენტი მაინც დაწერეთ, ოღონდ ყველას თუ მოიგებს და ყველას თუ წააგებს არ მოსულა!
1.2.3.4.5.6.
30 აპრილი 2023 23:27
3
Udinezestan daiwereba oqros asoebit istoria kvaras hetrikit napoli 3 gzis chempionia ras ityvit))) ...
აბც
30 აპრილი 2023 23:12
4
Iseti piri uchans kvaram unda gaitanos chempionobisa raxan oliveirasi ar gamodga gadamwyveti ...
SN289
30 აპრილი 2023 22:57
2
ამ წამს რეალური მეტოქე იუვენტუსია და არა ლაციო. 6 ტური დარჩა და 18 ქულით არის ლაციოსთან. ყველა დარჩენილი რომ წააგოს ნაპოლიმ და ყველა მოიგოს ლაციომ, მაინც ვერ გადაასწრებს ლაციო.
აი იუვე სულ სხვა საქმეა.
დრეს თუ მოიგო, პლიუს 17 ქულა ექნება ნაპოლის და მერე უკვე იუვეს უჩნდება შანსი. მოკლედ მაისის თვეში გადავიდა მინც დაძაბულობა.
4 ივნისს მთავრდება ჩემპიონატი და შეიძლება დღევანდელი ფრე კარგიც კი იყო , ინტერესისთვის.
@
30 აპრილი 2023 22:26
5
ამ წამს უმაგრესი რაღაც მოხდა. იუვემ ფრე ითამაშა და ქულები დაკარგა!
იუვე თეორიულადაც გამოირიცხა. ახლა ნაპოლის ერთი ფრეც ჰყოფნის.
ლაციო თუ ქულას დაკარგავს, საერთოდ ყვემა თამაში რომ წააგოს, მაინც ჩემპიონი ხდება
@
01 მაისი 2023 00:51
1
თეორიული შანსი იუვეს უფრო აქვს ვიდრე ლაციოს. თეორიული შანსი რომ არ ჰქონდეს იუვეს, დღეს ფრეზეც მისცემდნენ ნაპოლის ჩემპიონობას.
არ ვხუმრობ.
რის გამოც ნაპოლიმ დღეს ფრეზე ჩემპიონობა ვერ აიღო, არის იუვეს თეორიული შანსი.
ლაციოს ეგ თეორიულიც აღარ აქვს უკვე.
@
30 აპრილი 2023 23:42
3
ყველა გამოხმაურება
ძმებო ქართველებო! უფალს უნდა რომ ნაპოლი, მხლოდ და მხოლოდ ჩვენი ოქრობიჭის, კვარას გოლით გახდეს იტალიის ჩემპიონი რომელიც სულ მალე აგვიხდება.
მალხაზ ჯობავა
30 აპრილი 2023 22:07
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული