"ძალიან ბევრს ცდილობს, თუმცა ბოლო პერიოდში იღბალი მის მხარეს არ არის. "სალერნიტანასთან" სიზუსტე დააკლდა, მომენტებში კი ოჩოამ აჯობა, რამდენიმე კვირის წინ მსგავს მომენტებს არ აფუჭებდა" - Areanapoli 6 ქულა.
"მარცხენა ფეხით გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყო. მეორე მომენტში კი
"მუდამ შეტევების ეპიცენტრშია, ბევრს მოძრაობს და თანაგუნდელებს ეხმარება, თუმცა ბოლო მომენტში შეტევის დაგვირგვინება უჭირს. მეორე ტაიმში უფრო სახიფათო იყო" - Tuttonapoli 6.5 ქულა.
"ამ გუნდის მთავარი ვარსკვლავია, მუდამ მოძრაობს, გოლის გატანასთანაც ახლოს იყო, თუმცა მისი დარტყმული კარს მცირე მანძილით ასცდა" - Tuttomercatoweb-ი 6.5 ქულა.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 37 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე შედეგიანი პასით გამოიჩინა.
რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "სალერნიტანასთან" მატჩში
"ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა და მისი საჩემპიონო ზეიმი გადაიდო [VIDEO]
პრინციპში ნაპოლის ჩავარდნა მაგის გამო დაიწყო. ჯერ ლაციომ მოუსინჯა კბილი ახალი ტაქტიკით და მერე ყველა მწვრთნელი მიხვდა რა უნდა ექნათ, ამას დაემატა გადაღლა და მორჩა უბრალოდ ფიზიკური კონდიციები აღარ ყოფნით რომ ავტობუსი დაძლიონ.
მათშორის ხვიჩას პრობლემაც ეგაა დააკვირდით როგორ აგვიანებს ხოლმე სწრაფ შეტევებში უბრალოდ ვეღარ დარბის ისე როგორც მანამდე ზოგადად ხვიჩას სულ ქონდა ფიზ მომზადების პრობლემა და ახლა ამ სერია-ას გრძელ მარათნში თავი მეტად იჩინა.
წარმატებები კვარა!