წიტაიშვილი: თუ "დინამოს" ვჭირდები, დამიკავშირდებიან

AutoSharing Option
კიევის "დინამოდან" "ლეხში" იჯარით წასულმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა თავის მომავლის შესახებ ua-football-თან ინტერვიუში ისაუბრა.

- კიევის "დინამოში" დაბრუნებასთან დაკავშირებით გაქვთ თუ არა კლუბთან კავშირი?
- ჯერ კონკრეტულად არავისთან არ მისაუბრია. ვფიქრობ, ამას განსაკუთრებული აზრი არ აქვს, ვინაიდან პოლონეთისა და უკრაინის ჩემპიონატები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. თუ "დინამოს" ვჭირდები, სატრანსფერო ფანჯრისას დამიკავშირდებიან.

- შეიძლება თუ არა შემდეგ სეზონში "ლეხში" დარჩეთ?
- აქ დარჩენას არ ვაპირებ. კლუბს ჩემი კონტრაქტის გამოსყიდვის ან იჯარის გაგრძელების არანაირი ოფცია არ აქვს. ვიცი, რომ "ლეხის" ხელმძღვანელობამ კონტრაქტის შესაძლო გამოსყიდვის თაობაზე
"დინამოს" მიმართა, მაგრამ მხარეებმა მოლაპარაკება ვერ შეძლეს. როგორც ჩანს, პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. ასე რომ, ჩემი შემდგომში აქ დარჩენის საკითხი აქტუალური არაა.

- სხვა კლუბებიდან თქვენდამი ინტერესი თუ არსებობს?
- დიახ, ინტერესი არის. მე მათ ვესაუბრები, მაგრამ ჯერ რამეზე ლაპარაკი ადრეა. უფრო მეტი კონკრეტიკა ზაფხულში იქნება.

- მომავალში საკუთარ თავს სად ხედავთ?
- მე ფეხბურთის თამაში მინდა. იმ შეთავაზებას ავირჩევ, რომელიც ჩემი სურვილის შესაბამისი იქნება. მესმის, სათამაშო დროის გარანტიას არცერთი მწვრთნელი არ მომცემს. თუმცა, აუცილებელია ვიცოდე, რომ ჩემზე იმედებს ამყარებენ. აი, ასეთ ვარიანტს გამოვეხმაურები.

მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები გიორგი!
ლეხში არ უნდა გაჩერდე ნამდვილად. ზაფხულში ახალგაზრდული ევრო 2023-ა, ასევე, სანაკრებო მატჩები (ვნახოთ, უფრო ახალგაზრდული უნდა გიორგის). ზაფხულში ნამდვილად გამოჩნდებიან გიორგის მსურველები... ,თავარია ნაკრებებმა წარმატებებს მიაღწიონ!
ლაშა
19:00 01-05-2023
0
პოლონეთში არ დარჩე არც უკრაინაში, თუ შესაძლებლობა იქნება სადმე დასავლეთში, ავსტრიაც კარგი იქნებოდა
ალეკო
20:34 01-05-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული