Spazio Napoli: ხელები შორს კვარაცხელიასგან - მან გულშემატკივრები კოსმიურ დონეს მიაჩვია

AutoSharing Option
სერია A-ს 32-ე ტურში "ნაპოლი" "სალერნიტანასთან" ფრეს (1:1) დასჯერდა და საჩემპიონო ზეიმი გადაედო. ზოგიერთმა გულშემატკივარმა ნეაპოლელთა ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა. ქართველს ჟურნალისტი ჯუზეპე ესპოზიტო გამოექომაგა, რომელმაც Spazio Napoli-ში წერილი გამოაქვეყნა.

ხელები შორს კვარაცხელიასგან

"სალერნიტანასთან" მწარე საშინაო ფრის შემდეგ, მეორე ტაიმში გამოუყენებელი ორი ხელსაყრელი მომენტის გამო ბევრმა თითი ქართველი მარცხენა გარემარბისკენ გაიშვირა.

ალბათ, ეს ის "კვარა" არაა, რომელიც სეზონის დასაწყისში ყველა გუნდს არაორდინარული ბრწყინვალებითა და არანორმალური სწრაფი მოძრაობებით უტევდა. ამ ეტაპზე მისი რეალიზაციის პროცენტიც დაქვეითდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრიტიკას
იმსახურებს.

ეს სწორედ ის ხვიჩაა, რომელმაც "ატალანტას" მთელი დაცვა მოატყუა და ბურთი ცხრიანში გაგზავნა - გოლი, რომელიც დიდხანს გვემახსოვრება. ეს სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც "მარადონაზე" უცნობი მოვიდა და "მონცასთან" დუბლით თავი, როგორც ნამდვილმა ჩემპიონმა, წარმოაჩინა. ის იგივეა, ვინც ცივ გერმანულ საღამოს ჩემპიონთა ლიგაზე კაპიტან დი ლორენცოს ქუსლით საოცნებო საგოლე გადაცემა გაუკეთა.

სეზონის დასაწყისში არავინ ელოდა ასეთ სტარტს მოთამაშისგან, რომელიც გასულ წელს საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობდა: სერია A-ში თავის პირველ წელს 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. ციფრები თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. მან გულშემატკივრები კოსმიურ დონეს მიაჩვია და ახლა, როდესაც დამქანცავი სეზონის დასასრულს ბუნებრივი ფიზიკური ჩავარდნა აქვს, კრიზისზე ლაპარაკი მართებული არ არის.

ის ამ "ნაპოლის" ერთ-ერთი გმირია, რომელიც ქალაქს 33-წლიანი მოლოდინის შემდეგ ბოლოს და ბოლოს უდიდეს სიხარულს მოუტანს და რაც უნდა მოხდეს, კვარაცხელია სამართლიანად შევა ამ გუნდის ისტორიაში".

მკითხველის კომენტარები / 21 /
სამწუხაროდ ჯუზეპეს ეს მიმართვა ქართველ “გულშემატკივრებსაც” ეხებათ!!! ჩვენები უფრო მრავლად ავრცელებენ თავიანთ ვითომ ჯანსაღ კრიტიკას!!! ამ დროს არცერთს არ გაეგება ფეხბურთი,მთავარია “ჭკვიანურ” აზრებს ხომ აფრქვევენ!!!
წარმატებები ხვიჩას!!! უფალი ფარავდეს!!!
მაპატიეთ თუ ზედმეტი მომივიდა,მაქსიმალურად ვცდილობ თავი შევიკავო,თუმცა რაღათქმაუნდა კვარას ჩემი დაცვა ნამდვილად არ სჭირდება…
გულშემატკივარი
01 მაისი 2023 22:28
4
კი ნამდვილად ქართველებს უფრო ეხებათ ვიდრე ნეაპოლელებს. გადავხედე იტალიურ კომენტარებს ფეისბუქზე და ნეაპოლელები ისე ამხნევებენ ალბათ არც დაგვესიზმრება აქ მსგავსი გულშემატკივრობა.
კრიტიკას თუ ვინმე წერს, არგუმენტებებს ურთავს, აქაურებივით დივანზე წამოწოლილი, უსაქმური და უცოდინარი კომენტარებით კი არ შემოიფარგლებიან.

ხვიჩას ფორმა არ დაუკარგავს, ვინც ასე უყურებს ხვიჩას უგოლო თამაშებს, რომ ფორმა დაკარგა, მას უბრალოდ არ ესმის ფეხბურთი.
გოლის ვერ გატანა რომ ავტომატურად ფორმიდან ამოვარდნას ნიშნავს ეგ მიდგომა უფრო იმათ აქვთ,რამდენიმე ლარს რომ დადებენ კვარას გოლზე და წააგებენ.
ეგეთი ხალხი ფეხბურთს და საფეხბურთო ემოციას აფუჭებს. გგონია აზრს გამოთქვამს, უსმენ და სინამდვილეში რამდენიმე ლარის დაკარგვის გამოა გამწარებული, რა ფეხბურთი, რის კვარა :)
Skeleton
01 მაისი 2023 23:06
3
ჯუზეპე ესპოზიტო: კაცი ყოფილხარ კაცური. კვარას ვინც შენიშვნებს აძლევს - ტელესერიალებს უყუროს ვურჩევ. ვინც სპორტსმენი არ ყოფილა, ვერასოდეს ვერ გაიგებს ერთ ჭეშმარიტებას: სპორტში მოგება - წაგება ტყუპი ძმებივით არიან და ვინც იგებს, ის როდესღაც აგებს! და ა.შ.... კვარას კი თავისი სახელიდან გამომდინარე - გაბრწყინებას ვუსურვებ იტალიაშიც და საქართველოშიც!
ვაჟა მასწავლებელი
01 მაისი 2023 22:27
3
კვარა❤️
მარი
01 მაისი 2023 21:48
2
ბრაავოოო
კახა
01 მაისი 2023 21:38
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული