"ადრე მსგავს მომენტებს არ აფუჭებდა" - რას წერს იტალიური მედია "კვარაზე"

AutoSharing Option
სერია A-ს 32-ე ტურში გათამაშების ლიდერმა "ნაპოლიმ" "სალერნიტანას" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. "კვარამ" საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა, თუმცა მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. იტალიურმა მედიამ მისი თამაში საშუალო ქულებით შეაფასა:

"ძალიან ბევრს ცდილობს, თუმცა ბოლო პერიოდში იღბალი მის მხარეს არ არის. "სალერნიტანასთან" სიზუსტე დააკლდა, მომენტებში კი ოჩოამ აჯობა, რამდენიმე კვირის წინ მსგავს მომენტებს არ აფუჭებდა" - Areanapoli 6 ქულა.

"მარცხენა ფეხით გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყო. მეორე მომენტში კი
ოჩოამ აჯობა. მატჩის ბედის გადაწყვეტა შეეძლო" - Eurosport-ი 5.5 ქულა.

"მუდამ შეტევების ეპიცენტრშია, ბევრს მოძრაობს და თანაგუნდელებს ეხმარება, თუმცა ბოლო მომენტში შეტევის დაგვირგვინება უჭირს. მეორე ტაიმში უფრო სახიფათო იყო" - Tuttonapoli 6.5 ქულა.

"ამ გუნდის მთავარი ვარსკვლავია, მუდამ მოძრაობს, გოლის გატანასთანაც ახლოს იყო, თუმცა მისი დარტყმული კარს მცირე მანძილით ასცდა" - Tuttomercatoweb-ი 6.5 ქულა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 37 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "სალერნიტანასთან" მატჩში

alt"ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა და მისი საჩემპიონო ზეიმი გადაიდო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 27 /
ბევრი საგლოლე მომენტები გააფუჭა და ბუნებრივია ატეხეს ყაყანი, ხვიჩამ აუცილებლად ბევრი უნდა იმუშაოს კარში დარტყმებზე, ჩემი აზრით ხვიჩა თავის სტილით არის შემოქმედი და არა გოლიადორი, ამიტომ ითამაშოს საგოლე მომენტების შექმნაზე და ასისტებზე რაც ყველაზე კარგად გამოსდის, გოლის გატანაზე მისი დაგეშვა არასწორია, თან თუ შუაში შეწევენ სათამაშოთ მეტ შედეგ მოუტანს გუნდს
0
ხვიჩას თამაშში ამ ბოლო დროს შეინიშნება ლაფსუსური ტექნიკური ხარვეზები.როდესაც მარცხენა მხრიდან გადიხარ დასარტყმელ პოზიციაზე და მარცხენა ფეხით ურტყამ ,ბურთს გარე სტოპით უნდა შეეხო რათა კარისკენ შეუხვიოს და არა პირიქით ,ხოლო როცა იგივე სიტუაციაში მარჯვენას ხმარობ ბურთი შორეულ მაღალ კუთხეში უნდა გადაგზავნო რათა მეკარისთვის მიუწვდომელი იყოს .ხვიჩას ტექნიკის პატრონისთვის ეს ადვილად რეალიზებადია ,უნდა სწორი მიდგომა და გააზრება .სკოლებში ასეთი რამეები პირველ გაკვეთილებზე უნდა ისწავლებოდეს ,მითუმეტეს ოსტატთა გუნდებში ამაზე ლაპარაკიც არ უნდა იყოს.
საჩინო
08:57 02-05-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული