პირველ ტაიმში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, რამდენიმე მომენტი შექმნეს. განსაკუთრებით აქტიური ჯექსონი იყო, რომლის მიერ დებიუტში დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, შემდეგ კი გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგიმ ტერატსის დარტყმული ბურთი მოიგერია. საპასუხო შეტევისას მასპინძლებს პირველი შანსი მიეცათ, როდესაც ლოპესი მეკარე რეინასთან პირისპირ გავიდა და მიზანს ვერ უწია. 62-ე წუთზე ჯექსონი დიახაბის გაექცა და სამი მეტრიდან გაიტანა გოლი. მერე კავანის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს, რომელსაც პასი ლინომ დაუგვიანა. თუმცა მალე კავანის აქტიურობას ლინოს გოლი და ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა. კომპენსირებულ დროში მარიმაც დალაშქრა რეინას კარი, მაგრამ არბიტრმა ისევ თამაშგარე დააფიქსირა.
„ვალენსია“ 34 ქულით მე-17 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 3 ქულა აშორებს და 14 მაისს ვიგოში „სელტას“ დაუპირისპირდება.
ვალენსია. „მესტალია“. 43 634 მაყურებელი
ვალენსია - ვილიარეალი 1:1
გოლები: 0:1 ჯექსონი (62), 1:1 ლინო (72)