დიდებულია - კვარაცხელია სადებიუტო სეზონში "ნაპოლისთან" ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 33-ე ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „უდინეზეს“ დაუზავდა (1:1) და სკუდეტო მოიპოვა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ ტერიტორიულ უპირატესობას, მასპინძლები კი კონტრშეტევისას ლოვრიჩმა დააწინაურა. პირველი მომენტი ნეაპოლელებმა 22-ე წუთზე შექმნეს, როდესაც საჯარიმოში შეჭრილი კვარაცხელია ბეკაოსთან კონტაქტისას წაიქცა, მაგრამ VAR-მა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. შემდეგ ოსიმენმა თავით ოდნავ ააცილა მიზანს ბურთი. უდინელები საკმაოდ უხეშობდნენ, მეტადრე ხვიჩას მიმართ, თუმცა მსაჯი მათდამი ლოიალური იყო. მთავარი კი ისაა, რომ „ნაპოლი“ უნიათოდ უტევდა და დამაჯერებელი ვერ გახლდათ.

მეორე ტაიმი სპალეტის გუნდმა აქტიურად დაიწყო. ქართველის დარტყმული ბურთი
მეკარე სილვესტრიმ მოიგერია, ხოლო დამატებაზე ყველას ოსიმენმა დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა. მორიგი იერიშისას „კვარამ“ მეურვე ჩამოიცილა, საჯარიმოში ელმასს პასი გაუკეთა, რომელმაც ვერ დაარტყა, ოსიმენმა გაიტანა, მაგრამ არბიტრმა ჯარიმა დააფიქსირა. ცოტა ხანში ზელინსკის გატანა სილვესტრიმ არ დაანება. კვარაცხელია 85-ე წუთზე შეცვალეს, გულშემატკივრები ფეხზე წამოუდგნენ და აპლოდისმენტებით გააცილეს. დარჩენილ დროში "ნაპოლიმ" მშვიდად მიიყვანა საქმე სასურველ დასასრულამდე და ოქროს მედლები მოიპოვა.

ხვიჩა სადებიუტო სეზონში გახდა იტალიის ჩემპიონი, რასაც გილოცავთ!

„ნაპოლი“ შემდეგ შეხვედრას 7 მაისს სახლში „ფიორენტინასთან“, ჩემპიონის რანგში გამართავს.

უდინე. „დაჩია არენა“
უდინეზე - ნაპოლი 1:1
გოლები: 0:1 ლოვრიჩი (13), 1:1 ოსიმენი (52)

altსანახევროდ წითელი, სანახევროდ ლურჯი - "მარადონაზე" საგიჟეთია [VIDEO]

altოსიმენმა ანგარიში გაათანაბრა - "ნაპოლი" სკუდეტოს უახლოვდება [VIDEO]

alt"მსაჯი შეცდა, ხვიჩას წაქცევისთვის პენალტი უნდა დაენიშნა" - ცნობილი იტალიელი მსაჯი საკამათო ეპიზოდს აფასებს [PHOTO]

alt"თქვენ მათ არ ექცევით კარგად, სირცხვილია" - იტალიელმა ჟურნალისტმა "ნაპოლის" ქომაგები დაიცვა

alt"უდინეზე" "ნაპოლისთან" დაწინაურდა

alt"ნაპოლის" პრეზიდენტის ღირსეული საქციელი "უდინეზესთან" მატჩის წინ

მკითხველის კომენტარები / 26 /
გილოცავ ხვიჩა, შენ მაგარო ქართველო!
შენ ეს ჩემპიონობა ნამდვილად დაიმსახურე. კიდევ ბევრი მომელოცოს.
ლევანი
00:52 05-05-2023
5
გილოცავ ხვიჩა!!! გილოცავ საქართველო!!! დიდება უფალს!!! რა ბიჭი გვყავს,გახდა ისტორიის ნაწილი❤️ და ეს მხოლოდ დასაწყისია!!! გენაცვალეეე ხვიჩა!!! ვხარობთ და ვზეიმობთ შენთან ერთად!!! მადლობა!!!
გულშემატკივარი
00:55 05-05-2023
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული