ხვიჩამ გასახდელში ცრემლები ვერ შეიკავა - "კვარა" თანაგუნდელმა დაამშვიდა [VIDEO]
AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 33-ე ტურში "ნაპოლი" "უდინეზეს" ესტუმრა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და "პარტენოპეი" სკუდეტოს გამარჯვებული ისტორიაში მესამედ გახდა. სპალეტის გუნდმა ჩემპიონობა 5 ტურით ადრე გაინაღდა.
მატჩის შემდეგ გასახდელში "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ემოციები ვერ შეიკავა, ალექს მერეტი კი მის დამშვიდებას შეეცადა.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონი 33 წლის შემდეგ პირველად გახდა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.