მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი იური სიომინი მიიჩნევს, რომ "ნაპოლის" მიერ სკუდეტოს მოპოვებაში ხვიჩა კვარაცხელიამ დიდი როლი ითამაშა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხვიჩამ თავისი გზა საქართველოდან და რუსეთიდან დაიწყო. ახალგაზრდა ბიჭმა ევროპაში ყველაზე მაღალ საფეხბურთო შედეგებს მიაღწია. ეს ახალი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის გარკვეული გამოწვევაა.
ხვიჩამ "ნაპოლის" გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა, ახალ გუნდს ახალი სიცოცხლე შესძინა. ის იმ მოთამაშეებთან აღმოჩნდა, რომლებიც მიზნის მიღწევაში ერთიანნი იყვნენ, აღმოჩნდა მწვრთნელთან, რომელიც ენდობოდა და მოედანზე სწორი ადგილი მოუნახა, აღმოჩნდა იმ სქემაში, სადაც 100%-ით თავის წარმოჩენა შეეძლო. ვულოცავ!", -
ციტირებს სიომინს "სპორტ-ექსპრესი".