ქართული ზეიმის დროა - მარადონასთან გადაჯაჭვული ხვიჩა და დუეტი განსხვავებული დიზაინით...

AutoSharing Option
რამდენჯერ გაგვიმართლებია თავი იმით, რომ ესა თუ ის საქმე ჩვენ ძალებს აღემატებოდა; რომ ვცადეთ, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. ისიც გვითქვამს, ამ დონისთვის შესაფერისი გამოცდილება დაგვაკლდა, თორემ უნარები საკმარისად გაგვაჩნდა. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ამ ყველაფერზე მაღლა დადგა და უმოკლეს დროში საწადელს მიაღწია -  შესაძლებლობების სრულად გამოვლენა, ამის შედეგებში ასახვა და ადამიანური ფასეულობების წარმოუდგენლად დიდი აუდიტორიისთვის ჩვენება!..

Sportall.Ge

ფეხბურთს რამდენიმე აღიარებული პერსონა ჰყავს. ერთ-ერთი მთავარი დიეგო მარადონაა. "კვარამ" მოახერხა, მისი წარმატების გზა ლეგენდარულ არგენტინელთან გადაჯაჭვულიყო - სკუდეტო ემოციებით გაჯერებულ
ქალაქ ნეაპოლში დაბრუნდა. ხალხის 33-წლიანმა მოლოდინმა ვულკანის სახით ამოხეთქა. ათწლეულები გავა და ეს გამარჯვება ადგილობრივებისთვის ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს, დიდხნიანი პაუზის შემდეგ კვარაცხელიამ და ოსიმენმა რომ აჩუქეს.

შესაძლოა, ზოგჯერ ფეხბურთი ბოლომდე სამართლიანი არაა, შეტევა და გოლი ყველაფერზე მაღლა დგება და ვინმეს გარჯა ცოტათი იკარგება, კიდეც, თუმცა "ნაპოლის" ეს ტრიუმფი დიდი დოზით ქართველსა და ნიგერიელზე მოდის. სეზონის საუკეთესო ვინ უნდა გახდეს? საჩემპიონო ქულის მომტანი გოლის შემდეგ, ვიქტორის შანსები იქნებ გაიზარდა, მაგრამ როგორ მოხდა ეს? ხვიჩამ კუთხურის დროს, მისთვის უკვე ჩვეულ ე.წ გადმოვარდნილ ბურთზე თამაშისას ისევ მახვილგონიერად იმოქმედა და მორიგი საგოლე ეპიზოდი შექმნა. "კვარადონამ" მშვენივრად დაარტყა, რასაც ოსიმენის ასევე სწრაფი რეაგირება და გოლი მოჰყვა. მსგავსი ეპიზოდი "იუვენტუსთანაც" გვახსოვს, როცა ჩვენებურმა "მაკრატელა" შემოგვთავაზა, შემდეგ კი "ცხრიანმა" მეტოქის კარის ბადე შეარხია. ამ წყვილის შეთამაშება მართლაც სხვა მასშტაბებზეა. როცა ოსიმენმა "რომასთან" შედევრი შექმნა, მოხდენილი და ზომიერი პასი ხომ ქართველი გარემარბისა იყო. ვნახეთ "ასისტი" ცარიელი კარის წინ. ყველაფერ ამის შემოქმედებასთან ერთად, კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონი გაალამაზა - ბევრი ფინტით, არაორდინალური მოქმედებით და მთელი ამ მოულოდნელი შემოჭრით, დამატებითი ინგრედიენტით, რომელმაც კერძი უბრალოდ უფრო მადისაღმძრველი კი არ გახადა, საბოლოო და წარმატებული სახე მისცა.

Sportall.Ge

ოსიმენიც მრავალმხრივ დაჯილდოვებულია - განსხვავებული ტექნიკა, რომელიც ზედმეტად ნატიფი და "ხელოვნურად გამოყვანილი" სულაც არაა,
გოლის ალღო, შეუპოვრობა და განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე მოპოვებული ბურთების გოლად ქცევა. ნიგერიელს 22 შედეგიანი დარტყმა აქვს.

ხვიჩასა და ვიქტორის ურთიერთობა უფრო მეტი უნდა გახდეს, ვიდრე დროებით ერთ გუნდში თამაშია. შესაძლოა, ის რაულისა და მორიენტესის გზით წავიდეს და საბოლოო სახე მიეცეს. სეზონის წინ იტალიელები აქტიურად წერდნენ, რომ შესაბამისის მეწყვილის პირობებში, ოსიმენი უკეთ ათამაშდებოდა და ორჯერ მეტს გაიტანდა. ასეც მოხდა. "ლივერპულის" მრისხანება ხომ მაშინ ჩამოყალიბდა, როცა იან რაში კენი დალგლიშის მეწყვილე გახდა. ასე იწერება დიდი ისტორიები!.. ეს დუეტი ცბიერიცაა, მხიარულიც, მახვილგონიერი და მეტოქეებისთვის საზიზღარიც კი. მათ განსხვავებული დიზაინი შექმნეს, როგორც ერთმანეთის, ასევე ადგილობრივების მიმართ კი დიდ პატივისცემას ამჟღავნებენ. ისინი ერთმანეთს ხშირად ამხნევებენ...

Sportall.Ge

ზეიმის დროა და ეს ეს მათ შორის საქართველოს ეხება. სულ სხვა მასშტაბებზე ვართ, რისიც ცოტა ხნის წინ ბევრს არ სწამდა. მთავარი მაინც ისაა, რომ "კვარადონასთვის" ყველაფერი ეს მხოლოდ დასაწყისია. მას ძალიან დიდი მიზნები აქვს და მის განსახორციელებლად არაფერს დაიშურებს. ხვიჩა ყოველთვის ყურს უგდებს მწვრთნელებს, რომელთაც მის სრულყოფაში დახმარება შეუძლიათ. ჩვენებური ყოველდღიურად სწავლობს, ახალს იმეცნებს, მიღწეულით არ კმაყოფილდება!..

altდიდებულია - კვარაცხელია სადებიუტო სეზონში "ნაპოლისთან" ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა! [VIDEO]

altჩემპიონის პირველი ფოტო - "უფლის იწამე მარად"

მკითხველის კომენტარები / 12 /
ამ სტატიას 3 დისლაიქი რომ აქვს ეს ალბათ ჩრიდილომაკედონიელები წერენ, ელმასის გამოგზავნილი ხალხი ალბათ
კაპიტან გარდენბურგი
07 მაისი 2023 12:22
2
ნუთუ როდესმე ფარსადანოვიჩის დინამოს შემდეგ სიხარულით ვიტირებდი? დღეს ვზივარ და ცრემლები სიხარულისა მახრჩობს. მადლობა შვილო, იხაროს შენმა გამზრდელმა. მეგონა დინამოს შემდეგ ვეღარ ვუყურებდი ფეხბურთს და არც მიყურებია, რა ვქნა ვერ გავხდი იმათი ფანი ვისაც დინამო ისე გადაუვლიდა, რომ არც შეიმჩნევდა. ახლა ხვიჩას და ნაპოლის ისე ვუცდი, როგორც დინამოს, დათოს ვოვას, საშას. რამაზს, ვიტალის, მანუჩარს, ტუხას(ჩემს საყვარელ ფეხბურთელს). აღსდგა ის ემოციები, ისევ ხარობს ქართული ჯიში და ჯილაგი. აღარ მინდა სიკვდილი, მე ნაპოლის და ხვიჩას ველოდები.
თემო
06 მაისი 2023 20:04
4
კიდე ბევრი ბედნიერი და წარმატებული თამაშები გვენახოს კვარას ჩატარებული. ის თაობაც ვტირივართ სიხარულისგან, ვისაც არ გვინახავს ის ფეხბურთელები ვინც ჩამოთვალეთ.
უბრალოდ წარმოუდგებელია რაც ხვიჩამ გააკეთა, ჩვენ 90 იანების ან 2000 იანების მერე დაბადებული ხალხი სულ სხვა ქვეყნების გუნდებს ვიყვარებდით და ვგულშემატკივრობდით ბავშვობიდან, ახლა ყველაფერი შეიცვალა. კვარა რომ გოლს იტანს,ასე მგონია ყველა მიყვარს, ყველაფრის მიუხედავად და ამ სიხარულის გაზიარება ყველასთან მინდება.
ასეთი ერთიანობის განცდა ალბათ მხოლოდ ფეხბურთს შეუძლია.
Skeleton
06 მაისი 2023 20:53
2
სერია ა ს ოფიციალურმა გვერდმა დადო ფოტო, სადაც მარადონა მეფის გვირგვინს ადგამს კვარას. გადახედეთ კომენტარებს, ააფეთქეს ნიგერიელებმა იქაურობა, რასისტები არიან იტალიელებიო, ოსიმენი რადგან შავია მაგიტომ არ აღიარებენო,ისაა საუკეთესო და არა კვარაო.
ქართველებმა როგორ შევიყვარეთ ოსიმენი და ეგენი როგორ იბოღმებოდნენ თურმე კვარაზე.
პატარა ერის კომპლექსები ჩვენ კი გვაქვს მაგრამ ჩვენზე უარესები ყოფილან. ეს მენტალიტეტი ყალიბდება ჩაგრულ ადამიანებში, მერე სულ ჰგონიათ რომ ჩაგრავენ და არაადეკვატური რეაქციები აქვთ.
ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ სამი წელია ოსიმენი ნეაპოლშია და ამხელა შედეგი რატომ ვერ დაიდო, რა შუაშია მისი კანის ფერი აქ, იგივენაირად რასისტულად იქცევიან კვარას მიმართ, ბევრი არიან ნიგერიელები და მთელი სივრცე დაიკავეს უაზრო კომენტარებით. უბრალოდ არ იმსახურებს კვარა ამას და სირცხვილია, ოსიმენსაც უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ.
!!
06 მაისი 2023 19:45
2
ისტორია დაწერილია ნაპოლი ნამდვილად არარის ყველაზე მდიდარი კლუბი თუნდაც იტალიის მაშტაბითაც კი და ესეთი პირობებში ჩემპიონობა ყოველთვის გმირობის ტოლფასია. ყოველ წარმატებას თავისი გმირები ყავს და რა თქმა უნდა ამ ნაპოლის ჩემპიონობას ყავს ორი მთავარი შემოქმედი. კვარამ გუნდში მიიტანა ის რაც ყველაზე მეტად აკლდა ამ კლუბს ჩემპიონის მენტალიტეტი, მისმა სოლორეიდებმა, ასისტებმა თუ გოლებმა გუნდს პირველივე ტურიდან იმედი, თავდაჯერება, გამბედაობა მისცა რისი გუნდმაც ირწმუნა მომდევნო შეხვედრებში და კვარას ეს ისკრა ცეცხლად აგიზგიზდა აპენინის მწვანე მოედნებზე, ოსინენი რომელიც აქამდეც ორი სეზონი იყო ნაპოლში მაგრამ ის არ იყო სუპერ გამტანი ფორვარდი, მას ჭურვები ჭირდებოდა რომ გაესროლა, ამ სეზონში კი კვარამ უხვად უზრუნველყო ის ამით და ოსიმენი როგორც ზარბაზანი ხვრეტდა მეტოქეთა კარის ბადეს. თუ დელაურენტისს უნდა ტიტული გუნდმა მომავალ სეზონშიც დაიცვას, და ნაპოლი ისეთივე მძლავრი იყოს ყველა ღონე უნდა იხმაროს ფინანსებზე არ დახარბდეს და ეს დუეტი არ დაშალოს. თავის მხრივ კი თუ ეს ასე მოხდა, კიდევ უფრო ჰარმონიულად შეთამაშებული კვარა ოსის დუეტი ორმაგად დამანგრეველი იქნებიან მეტოქეებისთვის ყველა ტურნირზე.
Charley
06 მაისი 2023 14:43
2
ზუსტად ეს თქვა სანიოლმაც. ამ საიტზე დაიწერა რომ ტრავმა ჰქონდა და რადგან ჯუღელმა თქვა, არ დაიჯერეს
შალოს
06 მაისი 2023 13:12
1
ნაპოლი არა კვარაცხელიამ, არამედ ოსიმენმა გააჩემპიონა! და ეს ფაქტია! და საერთოდაც ნუ გადაგვაყოლეთ ამ კვარაცხელიათი.
ვახო სანაია.
06 მაისი 2023 11:36
123
სანაიააა... ნეაპოლელებმა მოგიკითხეეეს..
ხოოო?
07 მაისი 2023 01:00
0
რამდენი წარმატებული სპორტსმენიც გვეყოლება, იმდენით ვიამაყებთ. ღმერთმა გვიმრავლოს
ზურაბ
06 მაისი 2023 16:38
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული