ზურიკომ "ბორდოს" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 2-ის 34-ე ტურში „ბორდომ“ საკუთარ მოედანზე „კანი“ 1:0 დაამარცხა.

გოლი მე-16 წუთზე ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე ჩატარებულ 26-ე მატჩში მე-5 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე აგრეთვე 2 საგოლე გადაცემაა. ქართველი ძალიან აქტიური იყო და დაცვასაც კარგად ეხმარებოდა. ის 92+3-ე წუთზე შეცვალეს და გულშემატკივრებმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი აპლოდისმენტებით გააცილეს.

„ბორდო“ 65 ქულით მეორე ადგილზეა და 13 მაისს გასვლაზე „რუენს“ დაუპირისპირდება. მესამე პოზიციაზე მყოფი გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ დღეს სტუმრად „ნიორს“ შეხვდება და ჟირონდულ გუნდთან 6-ქულიანი ჩამორჩენის შემცირებას შეეცდება.

ბორდო.
„მატმიუტ-ატლანტიკი“

ბორდო - კანი 1:0
გოლი: დავითაშვილი (16)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ყოჩაღ ზურიკო! წარმატებები.
რატი
22:53 06-05-2023
1
ზურიკო უნიჭიერესი ფეხბურთელია ცოტა მეტი იღბალი და კარგი ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ევრო გუნდი ესაჭიროება,ვისაც ცოტა ფეხბურთის ესმის აიყვანს,განსხვავების შემქმნელია, თამაშისას,ძლიერი ფეხბურთელების გვერდზე,მის გუნდში.
მ.ზ.
21:09 06-05-2023
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული