ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი და "კრემონეზეს" მნიშვნელოვანი გამარჯვება

AutoSharing Option
სერია A-ს 34-ე ტურში „კრემონეზემ“ სახლში „სპეციას“ 2:0 სძლია.

სტუმრები ინიციატივას ფლობდნენ, მომენტებიც შექმნეს, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე კარნეზეკი. პირველი ტაიმის დასასრულს მასპინძლები ჩიოფანიმ დააწინაურა. მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, ერთი გუნდი უტევდა, მეორემ კი მეორე გოლი გაიტანა - საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს ვასკესმა სადებიუტო გოლით მეტოქის კარში მიუჩინა ადგილი.

კრემონელთა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა და მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა.

„კრემონეზე“ ყველა ტურნირზე ბოლო 4 შეხვედრაში დაუმარცხებელია, 24 ქულით მე-19 ადგილზეა, ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი გაუჩნდა და 14
მაისს გასვლაზე „იუვენტუსს“ შეხვდება.

კრემონა. „ჯოვანი ძინი“
კრემონეზე - სპეცია 2:0
გოლები: 1:0 ჩიოფანი (42), 2:0 ვასკესი (77)

მკითხველის კომენტარები / 11 /
Ვიგულისხმე კალენდარული მატჩი უივესთან.
Ბაში აჩუკი
07 მაისი 2023 14:46
0
კრემონეზემ თასზე ისეთი გრანდები დაამარცხა თასი რომ არ აიღოს საცოდაობაა.
ჟორა
07 მაისი 2023 11:44
8
და ფიორენტინასთან რომ არ წაეგო ნახევარფინალი
07 მაისი 2023 16:37
0
კიმი თუ მიდის და ჟესუსი ასაკშია..ლოჩოა გაუწიოს ვინმემ რეკომენდაცია..ვინმემ რა კვარამ,ჩემპიონ გუნდს ეხლა სპონსორები ასარჩევად ეყოლება და ფინანსურად მაგრა გაიმართება წელში..ჰოდა ეს ტრანსფერი 5 მილიონის ფარგლებში ისე მოკვარახჭინდება..მიდი ძმაო რაღაცით კალას გავს ეს ბიჭი და ვინ იცის იქნებ კარიერაც მისნაირათ წაუვიდეს
მირო
07 მაისი 2023 11:27
1
იუვესტან უნდა მოიგონ.ფინალია ასე უნდა ითამაშონ. აქვს ამ გუნდს პოყენციალი.
ბაში აჩუკი.
07 მაისი 2023 11:10
3
ცოტა რომ წამოიზრდები გაიგებ, რომ გადამწყვეტ თამაშებს ეძახიან მასე, ერთ თამაშს რომ შეუძლია ბედის გადაწყვეტა,თითქოს ფინალია და ისე უნდა მიუდგეს ანუ, თორემ მართლა ფინალს კი არ გულისხმობენ!
სოსოს
07 მაისი 2023 15:43
0
აჰა,ბაში აჩუკი კახეთში იყო,თათრებს ებრძოდა და საქმის კურსში არ არის,მაგრამ ვინც ეს მოწონებები დაუწერეთ,თქვენც ბახტრიონის აჯანყებაში მონაწილეობდით?!რა ფინალი,რის ფინალი!რაღა დროს ფინალია!
სოსო
07 მაისი 2023 12:24
5
გადარჩენით არამგონია მაინც გადარჩნენ,რადგან იუვე-ლაციოსთან აქვთ თამაშები.მაშინ არ უნდა წააგონ და ბოლონია-სელერნიტანას უნდა მოუგონ.მთავარია ლუკამ მაქსიმალურად გამოიჩინოს თავი დარჩენილ მატჩებში და შემდეგ სეზონშიც სერია-ას გუნდში იქნება.
მეზღვაური
07 მაისი 2023 10:15
1
საოცარია, თითქოს გარდაიქმნა ეგ გუნდი.იქნებ გადარჩეს გავარდნას.
ქობულეთიდან
07 მაისი 2023 03:56
1
ასეთი უიმედო აუტსაიდერი იყო შარშან სალერნიტანა და მგონი კრემონეც იგივე სასწაულს აპირებს
Juve
07 მაისი 2023 03:48
2
დიდებული მატჩი ჩაატარა ლუკამ.ყოჩაღ! ისე ეს კრემონეზე თუ გადარჩა გავარდნას ეს იქნება სასწაული. Ბალარდინის მოსვლამდე უიმედო აუცაიდერი იყო.
Კახა
07 მაისი 2023 01:03
1

სიახლეები პოპულარული