კარგი ამბავი: მარადიშვილი საქართველოს მოქალაქე გახდება და ივნისში ნაკრებში გამოიძახებენ

AutoSharing Option
РБ Спорт-ი დიდი ხანია ავრცელებდა ინფორმაციებს, რომ მოსკოვის "ლოკომოტივის" 23 წლის ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი საქართველოს მოქალაქეობას მიიღებდა, რაც რუსულმა მედიამ ყოველ ჯერზე უარყო. და აი, აღნიშნულმა გამოცემამ უკვე კონკრეტული სიახლე გვამცნო:

"ჩვენი ინფორმაციით, კონსტანტინე მარადიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღება დასკვნით სტადიაზეა.

ფეხბურთელი არასოდეს არ გამოუძახიათ რუსეთის ნაკრებში, ამიტომ ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეუძლია საქართველოს ეროვნულ გუნდში ითამაშოს. РБ Спорт-ისთვის აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ მარადიშვილისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღება დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი უკვე იმედებს ამყარებს მარადიშვილზე და ევროპის
ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კვიპროსთან (17 ივნისს) და შოტლანდიასთან (20 ივნისს) მატჩებისთვის გამოძახებას გეგმავს.

მიმდინარე სეზონში მარადიშვილმა "ლოკომოტივის" რიგებში 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა".

მკითხველის კომენტარები / 116 /
ეს არის დედით და მამით ღრუსი რომელიც ღრუსულ კაგებეს ოჯახში იზრდებოდა..
ანრი
10 მაისი 2023 22:23
7
როგორც ჩანს ამ ბიჭს ბევრი ჟურნალისტი თაყვანისმცემელი ყავს და იქნებ,ურჩიოთ რუსუთის დროშები მაინც მოაშოროს ინსტაგრამზე რომ გამოუჭიმია!!!!
!!!
10 მაისი 2023 20:43
5
მართლა სასიხარულოა და ძაან მაგარი ამბავია. მითუმეტეს მისი ამპლუის ფერხბუთელი ჰაერივით ჭირდება ნაკრებს. ნაცისტური სულისკვეთებით გამსჭვალულმა გულშემატკივრებმა თავი შეიკავეთ სულელური კომენტარებისგან.არ აქვს მნიშვნელობა სად თამაშობს, ის ქართველია და საქართველოს ნაკრებში უნდა ითამაშოს!! წარმატებები მას ნაკრებთან ერთად!
მათრ
10 მაისი 2023 20:21
7
ნაცისტური ნუ გეშლება ეროვნულში(ნაციონალურში),ყველა თქვენნაირი მანქურთისგან დაგვიფაროს ღმერთმა.
Mr.kostaia
10 მაისი 2023 22:02
5
პატივცემულო ჟურნალისტო!!რა არის კარგი ამბავი?!იმის მაგივრად კრიტიკული შინაარსის სტატიას წერდეთ იწონებთ ამ ამბავს?!გამოაქვეყნეთ მისი ძველი ინტერვიუები რას ლაპარაკობდა საქრთველოს ნაკრებზე ასეთი პატარა მეხსიერება გაქვთ?!როგორ უნდა დააყენოთ ეს მიქაუტაძისა და წიტაიშვილის გვედით??!! მათ ეს გადაწყვეტილება მარადიშვილის მსგავსათ გამორჩენის მიზნით არ მიუღიათ!!!!
გიორგი
10 მაისი 2023 18:01
8
რავი ჯიქიამ რაღა დაგიშავათ ჟურნალისტებმა?! მიეცით მოქალაქეობა და გამოიძახეთ ნაკრებში!
გიორგის
10 მაისი 2023 20:30
4
სად გვყავს დასაკარგი ქართველები? ყველანი უნდა ჩამოვიყვანოთ და დანარჩენს ჩვენ და ბიჭები მიხედავენ (ერთი-ორი პურის ჭამა და იავნანასავით აეხილება თვალები). მე მივესალმები მის ასეთ გადაწყვეტილებას (ნუ, გასაგებია რა მიზეზებიცაა, მაგრამ, ღმერთი ჩვენსკენაა და მადლობის მეტი რა გვეთქმის
ilar10N Youtube
10 მაისი 2023 17:31
5
გადახედეთ რამდენი არაქართული გვარის ფეხბურთელს უთამაშია და თამაშობს საქართველოს ნაკრებში და ეს საერთოდ არ ნისნვს რომ მათ არ უყვართ თავიანთი ერი. მათ რომ აერჩიათ ნაკრები გვარის მიხედვით არ იქნებოდა მინიმუმ ლამაზი. შეგვიწყო ხელი გარემოებამ და ვისარგებლოთ ჩვენც და ამ ხალგაზრდა კაცმა, აწ უკვე ქართველმა.
ლექსო
10 მაისი 2023 16:43
6
ეს კარგი სპორტული ამბავი კი არა, არამედ ცუდი პოლიტუკური ამბავია.
პრორუსული მთავრობა ცდილობს მიგაჩვიოთ იმ აზრს, რომ რუსი ჰოკეისტკები და ფიგურისტკები გვჭირდება ძალიან და ამიტომ რუსებთან უნდა ვიმეგობროთ.

საქართველოში ჩამოდიან რუსები, ყიდულობენ უძრავ ქონებას და სხვა რუსებს ასწავლიან ამის გაკეთებას.
მომრავლდა ასეთი YouTube არხები, ოკუპანტებს საქართველოში რომ ეპატიჟებიან.
ეს შემთხვევითი პროცესი არ არის. ეს არის რუსეთის სპეცსამსახურის მიერ დაგეგმილი და კოორდინირებული ოპერაცია.
ქ. გ.
10 მაისი 2023 16:22
8
შეიძლება ეს ბიჭი მართლა რუსია და მხოლოდ იმიტომ დათანხმდა ჩვენს ნაკრებში თამაშს, რომ რუსეთი გააძევეს სპორტიდან, მაგრამ მე მაინც ვემხრობი მის გაქართველებას და აი რატომ:

მოდით პრაგმატულად შევხედოთ სიტუაციას, გავიხსენოთ რამდენი ფეხბურთელი დაგვიღუპა რუსეთმა, მარტო ასათიანის და ჯანოს დასახელებაც კმარა.
ვათამაშოთ ეს ბიჭი ნაკრებში, თუ ივარგა ხომ კარგი, თუ არადა რუსეთის ნაკრებში ვეღარ ითამაშებს და მერე კისერი უტეხიათ.
dd
10 მაისი 2023 15:53
5
სანამ რუსეთს მოკვეთავდნენ ასპარეზობებიდან, მაშინ ეს ქართველობას უარობდა და რუსი ვარო იძახდა, რუსეთის ნაკრებია ჩემიო. ამ მენტალობის ადამიანს ან მოქალაქეობას რატომ აძლევთ, ან ნაკრებში რად გინდათ? მოკლედ სადაც ქვეყანა, იქ ფეხბურთიც :(((
Io
10 მაისი 2023 15:47
4
სოსო ჩამოვიდა მოსკოვიდან??სოსო პავლიაშვილი? გ ი ხ ა რ ო დ ე ნ, გ ი ხ ა რ ო დ ე ნ!ჯიქია ჩამოვიდა მოსკოვიდან? მარადიშვილი? ძიუბა?სმოლოვი? გ ი ხ ა რ ო დ ე ნ!გ ი ხ ა რ ო დ ე ნ!!!ქართველო ჟურნალისტებო!!!!
გრუზინი
10 მაისი 2023 15:36
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული