"კვარაცხელიას დაუნდობელი "ტყუპისცალის" ისტორია, რომელმაც ევროპა გადარია" - იტალიური მედია მიქაუტაძეს აქებს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ში სადებიუტო სეზონში დიდებულმა თამაშმა ქართველი ფეხბურთელების მიმართ იტალიაში ინტერესი გაზარდა და რა გასაკვირია, რომ იქაური მედია პირველ რიგში გიორგი მიქაუტაძეზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც ორმა საიტმა მიუძღვნა წერილი.

Italy 24 Press News: ვინაა კვარაცხელიას ნაკვალევზე მიმავალი მიქაუტაძე

"საფეხბურთო სამყარო მუდამ ეძებს ახალ ვარსკვლავებს, რომლებსაც მწვანე მოედნებზე გაბრწყინება შეუძლიათ. ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის ევროპის ბევრი კლუბის ყურადღებას ლიგა 2-ის ბომბარდირი  იპყრობს: მისი სახელი და გვარია გიორგი მიქაუტაძე და ის მხოლოდ 22 წლისაა. მოდით, გავარკვიოთ, როგორია მისი მაჩვენებლები, ისტორია და რომელ
გუნდებს უნდათ მისი "მეციდან" წაყვანა.

გიორგი მიქაუტაძის სახელისა და გვარის სრულად წარმოთქმა რომ გთხოვოთ, ალბათ, გარკვეული პრობლემები შეგექმნებათ. 2000 წლის 31 ოქტომბერს ლიონში დაიბადა, "მეცისა" და საქართველოს ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელია.

176 სანტიმეტრი სიმაღლის მიქაუტაძე ძალიან მოძრავი და გოლის შთამბეჭდავი ალღოთი გამორჩეულია. ნაკრებში 14 მატჩში 4 გოლი გაიტანა, კლუბში ამ სეზონში გატანილი 22 გოლით ლიგის ბომბარდირია, Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 6 მილიონი ევროა, ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი აღმოჩენაა და ქართველის სამსახურით იტალიის და სხვა ქვეყნების კლუბები დაინტერესდნენ. ვინაა და რა ხდის ამ ბიჭს განსაკუთრებულს?

ეს ტალანტის ისტორიაა, რომელსაც თავის დასამკვიდრებლად მრავალი წინაღობის გადალახვა მოუწია. "ლიონში" თამაშზე ოცნებობდა, გუნდში, რომელმაც ქარიმ ბენზემა და ალეკსანდრ ლაკაზეტი აღზარდა, მაგრამ 15 წლის ყმაწვილს უთხრეს, რომ მაღალი არ იყო და "მეცის" აკადემიაში გადასვლა მოუწია, სადაც მის საგოლე უნარებს ყურადღება მიაქციეს.
გამოცდილების მისაღებად ბელგიურ "სერენში" გაუშვეს, სადაც 2020/21-ის სეზონში 22 გოლი გაიტანა და გუნდი ჟუპილერ ლიგაში გადაიყვანა. ბელგიის უმაღლეს დივიზიონში გატანილი 14 გოლით თავისი ბომბარდირული თვისებები შემდეგ სეზონშიც დაამტკიცა. გასულ წელს "მეცში" დაბრუნდა და საბოლოოდ აფეთქდა.

ტექნიკური მახსიათებლები: თანამედროვე ფორვარდია, შეტევის ყველა მონაკვეთზე გადადგილებით და პარტნიორებთან ურთიერთმოქმედებით გამორჩეული. ძალიან მაღალი არაა, მაგრამ მაღალი ნახტომი და თავით კარგი დარტყმა აქვს. თუმცა, გიორგის საუკეთესო იარაღი კარში მძლავრი დარტყმაა. სწრაფია, დაუღალავი, მოძრაობისას მოხერხებულია, კარგად იყენებს სივრცეს და ქმნის საგოლე მომენტებს.

Sportall.Ge

აგრეთვე იცის, როგორ ითამაშოს უკნიდან, ბურთის მიღებისთანავე მოედნის ხედვას ამჟღავნებს და ტაქტიკურ ინტელექტს. მტკიცეა, არასოდეს ნებდება და ყოველი ბურთისთვის იბრძვის. გააჩნია პიროვნული თვისებები და ქარიზმა, რაც საშუალებას აძლევს იყოს ლიდერი მოედანსა და გასახდელში. ერთი სიტყვით, სრულფასოვანი და მრავალმხრივი თავდამსხმელია, შეუძლია სხვადასხვა სქემაში და როლში ადაპტირება.
ახლა ეროვნული გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია, სადაც თავის ნეაპოლელ მეგობართან და პარტნიორთან ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად თამაშობს. ისინი საქართველოს ნაკრების მომავლად ითვლებიან, რომელიც ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა და საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევით პირველად ცდილობს დიდ საერთაშორისო ტურნირზე გასვლას".

Ultime calcio napoli: კვარაცხელიას "ტყუპისცალისგან" ჭკუაზე არ არიან: სუპერჰიტი დანიშნულების ადგილთან ახლოსაა

"კვარაცხელიამ იტალია და ევროპა დაიპყრო, ახლა მისი "ტყუპისცალი" მზადაა იგივე გააკეთოს. თუმცა, მხოლოდ "კვარა" არაა: საქართველოში, რომელიც ახალი ტალანტების სამშობლოა, კიდევ ერთი მოვლენა გამოჩნდა. რამდენიმე წლის წინ ამას ვინ იფიქრებდა? ალბათ, არავინ, მაგრამ ახლა ისინი თავის წარმოჩენას იწყებენ. მას გიორგი მიქაუტაძე ჰქვია და მხოლოდ 22 წლისაა, თანამედროვე შემტევია, ეხერხება მოედნის ყველა ფრონტზე მოქმედება და თანაგუნდელებთან "დიალოგი". მაღალი არაა, მაგრამ თავითაც კარგად თამაშობს, მისი საუკეთესო იარაღი კარის კუთხეებში ძლიერი დარტყმაა, რაც დაუნდობელს ხდის და თავისი გოლებით "მეცს" ლიგა 1-ში გადასვლისაკენ მიათრევს.

ნაკრებში თავის მეგობარ კვარაცხელიასთან ერთად გადამწყვეტ როლს თამაშობს, "მეცს" ერთი სეზონით შენარჩუნება სურს, თუმცა ეს ადვილი არ იქნება. ამჟამად გიორგის ფასი არც ისე მაღალია და ამით ბევრ კლუბს შეუძლია ისარგებლოს. კერძოდ, "უდინეზე" ბეტოს შემცვლელს ეძებს. ქართველი "მეცში" 2020 წლის ივლისიდანაა და გასული წლის 17 ნოემბერს კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გააგრძელა. მისი საბაზრო ღირებულება დაახლოებით 10 მილიონია".

მკითხველის კომენტარები / 12 /
ოოო არსენალს მაგრად მოერგება მაგრად აუ არსენალი არის იმენა მართლა მაგარი პონტი.ღმერთმა ხელი მოგიმართოს ჩემო მეგობარო ამინ ამინ ამინ
კაკაო
12:22 12-05-2023
0
ლონდონის არსენალში ვისურვებდი
Geosort.ge
01:49 12-05-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული