Geo Team: ბრიტანული კლუბი მზადაა ზაფხულში გიორგი ჩაკვეტაძე შეიძინოს

AutoSharing Option
Geo Team-ის ცნობით, "აბერდინი" მზადაა ზაფხულში გიორგი ჩაკვეტაძე შეიძინოს. 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, შოტლანდიური გუნდი ქართველი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ლიდერობს და "გენტიდან" მისი კონტრაქტის გამოსყიდვა გადაწყვეტილი აქვთ. თავის მხრივ, ბელგიური კლუბი "ჩაკვეს" სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს ითხოვს.

"აბერდინი" შოტლანდიის პრემიერ ლიგაში 53 ქულით მე-3 ადგილს იკავებს და ამ ზაფხულს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძე იჯარის წესით "სლოვანის" ღირსებას იცავს, 22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში სლოვაკური გუნდის მაისურით 42 მატჩი გამართა, თავი კი 1 გატანილი გოლითა და 8 საგოლე პასით
გამოიჩინა.

altსად ითამაშებს ჩაკვეტაძე - თბილისის "დინამო", როგორც მოკლევადიანი გამოსავალი?!

მკითხველის კომენტარები / 40 /
იმედია უკეთესს გუნდში გადავა. ლა ლიგის ან სერია ა-ს ცხრილის ქვედა საფეხურებზე მყოფ გუნდებში ითამაშებდა ჩვეულებრივად, თუნდაც არსებულ ფორმაში მყოფი.
პელიდი
11 მაისი 2023 19:15
6
მეგობრებო შოტლანდიის ჩემპიონატს ბოლოს როდის უყურეთ? ის დრო აღარაა ჰენრიკ ლარსონი რო დაფრინავდა და სელტიკი და რეინჯერსი რეალს და მანჩესტერს ართმევდნენ ქულებს.
საშინლად დაეცა მაგ ჩემპიონატის დონე.
ძალიან მენანება ჩაკვე აბერდინისთვის.
Superman
11 მაისი 2023 21:56
5
ნეტა გამოვიდეს. ერთი ხელის გაწვდენაზეა მერე, პრემიერ ლიგა. გიოო, მოგვანატრე თავი. ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ და მინდა მაგრად მიაწვე, პირველ რიგში საკუთარ თავს.
100%
11 მაისი 2023 21:22
5
ეჰ ჰოლანდია იქნებოდა იდელაური, მაგრამ სად არის. შოტლანდია საკმაოდ ძალისმიერი და უხეშია, განსაკუთრებით რეინჯერსი სელტიკის ქვემოთ. თუმცა ჩაკვეს ისეთი ასაკი და მდგომარეობა აქვს პრინციპში ყველგან ტარანზე უნდა წავიდეს და დაუმტკიცოს ყველას და განსაკუთრებით საკუთარ თავს რომ ჯერ კიდე ყველაფერი წინ არის. წარმატებები სადაც არ უნდა წახვიდე!
gionat
12 მაისი 2023 00:32
0
აბერდინი გაცილებით სჯობია ვენის რაპიდს. თან ინგლისელი სკაუტები უკეთესად შეამჩნევენ. მასზეა დამოკიდებული ყველაფერი როგორ ითამაშებს.
ავსტრია საფეხბურთო ჭაობია, რამდენი ქართველი თამაშობდა ავსტრიის ლიგაში და ერთმა ვერ იხეირა ტრამპლინის თვალსაზრისით. ნეტავ კიტეიშვილი დააღწევდეს თავს და სხვა ძლიერ ლიგაში გადავიდოდეს, ისეთი ასაკი აქვს, რომ ახლა თუ არ წავიდა შტურმიდან მერე გვიან იქნება..
გიგა
11 მაისი 2023 20:21
5
ლოჩოშვილი ავსტრიიდან გადავიდა სერია ა-ში.
მეზღვაური
11 მაისი 2023 22:08
0
ლაურენტისს მივაწოდოთ იდეა, რომ ჩაკვე შეიძინოს!
დო მაჟორი
11 მაისი 2023 22:55
2
კაცს თვითონ არ უნდა თამაში. ორი წელია ფიზიკა ვერ ამოქაჩა. ჰამბურგზე უკეთესი ტრამპლინი რომელი მოიძებნება? ვარჯიშზე რომ ბოლომდე არ იხარჯება იმ ფეხბურთელს დღეს ყველგან გაუჭირდება. არადა რა მაგრად იწყებდა
ირაკლი ქუთაისელი
11 მაისი 2023 22:45
16
ვიღაცამ მაგრად მოგატყუა ვარჯიშზე არ იხარჯება ან ფიზიკურად სუსტიაო. ერთ წელიწადში ვისაუბროთ!!!
ნუგზარი
11 მაისი 2023 23:58
4
მაგარი იქნება ძალიან
Desuza
11 მაისი 2023 19:17
8
მშვენიერი ამბავი!
ლა ლიგასა და სერია ა-ში გადასვლის შანსი მისდა სამწუხაროდ ხელიდან გაუშვა და კიდევ, ყოველთვის ვერ იტყვი ანდაზას: სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, თუმცა, აღმოსავლეთ ევროპის კლუბს, მიუხედავად სლოვანის დიდი პატივისცემისა, ჯობია ამ ეტაპზე. შემდგომში, მთავარია ნაკრების წარმატებული გამოსვლა და მისი საუკეთესო კონდიციებში დაბრუნება და ლა ლიგის ან სერია ა-ს კლუბების ჯერიც მოვა.
ლაშა
11 მაისი 2023 20:34
3
დამთავრდა სელტიკ-რეინჯერსის ჰეგემონია.
Levani
12 მაისი 2023 01:58
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული