როგორც გამოცემა აღნიშნავს, შოტლანდიური გუნდი ქართველი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ლიდერობს და "გენტიდან" მისი კონტრაქტის გამოსყიდვა გადაწყვეტილი აქვთ. თავის მხრივ, ბელგიური კლუბი "ჩაკვეს" სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს ითხოვს.
"აბერდინი" შოტლანდიის პრემიერ ლიგაში 53 ქულით მე-3 ადგილს იკავებს და ამ ზაფხულს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძე იჯარის წესით "სლოვანის" ღირსებას იცავს, 22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში სლოვაკური გუნდის მაისურით 42 მატჩი გამართა, თავი კი 1 გატანილი გოლითა და 8 საგოლე პასით
სად ითამაშებს ჩაკვეტაძე - თბილისის "დინამო", როგორც მოკლევადიანი გამოსავალი?!
საშინლად დაეცა მაგ ჩემპიონატის დონე.
ძალიან მენანება ჩაკვე აბერდინისთვის.
ავსტრია საფეხბურთო ჭაობია, რამდენი ქართველი თამაშობდა ავსტრიის ლიგაში და ერთმა ვერ იხეირა ტრამპლინის თვალსაზრისით. ნეტავ კიტეიშვილი დააღწევდეს თავს და სხვა ძლიერ ლიგაში გადავიდოდეს, ისეთი ასაკი აქვს, რომ ახლა თუ არ წავიდა შტურმიდან მერე გვიან იქნება..
ლა ლიგასა და სერია ა-ში გადასვლის შანსი მისდა სამწუხაროდ ხელიდან გაუშვა და კიდევ, ყოველთვის ვერ იტყვი ანდაზას: სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, თუმცა, აღმოსავლეთ ევროპის კლუბს, მიუხედავად სლოვანის დიდი პატივისცემისა, ჯობია ამ ეტაპზე. შემდგომში, მთავარია ნაკრების წარმატებული გამოსვლა და მისი საუკეთესო კონდიციებში დაბრუნება და ლა ლიგის ან სერია ა-ს კლუბების ჯერიც მოვა.