პრემიერლიგის სამი კლუბის წარმომადგენლები მამარდაშვილის არცერთ თამაშს არ აცდენენ

AutoSharing Option
უკვე ყოველ კვირას ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფინანსურ კრიზისში მყოფი "ვალენსია" მეკარე გიორგი მამარდაშვილს გაასხვისებს. eldesmarque-ს ცნობით, "მესტალიაზე" ქართველის თამაშს მუდმივად აკვირდებიან პრემიერლიგის კლუბების წარმომადგენლები.

გამოცემის მტკიცებით, მამარდაშვილი და იუნუს მუსა ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელები არიან, თითქმის ყველა ინგლისური კლუბის აგენტი დაესწრო "ღამურების" მატჩებს, მათ შორის "მანჩესტერ სიტის", "ლივერპულის" და "არსენალის", თუმცა არის სამი კლუბი, რომლის სკაუტები არცერთ შეხვედრას არ აცდენენ: "ლესტერი", "ვესტ ჰემი" და "კრისტალ პალასი" და ლამის გუნდის ფანებად გადაიქცნენ.

ეს სამივე კლუბი სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილშია, მაგრამ ეკონომიკური შესაძლებლობებიდან
გამომდინარე, ტრანსფერების გაჩარხვა შეუძლიათ. როგორც მამარდაშვილის, ასევე მუსას კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 100 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
გამოცემა eldesmarque-ს თუ ასეთი დამცველები ყავდა არ მეგონა.D
ტტტ
17:26 12-05-2023
0
მამარდაში და ზოგადად მეკარეში 100 მილიონს არავინ გადაიხდის,მითუმეტეს კრისტალ პალასი,ლესტერი და მსგავსი კლუბები.
მეზღვაური
13:24 12-05-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული