Sky Sport: სპალეტი ექსპერიმენტებს გააგრძელებს - კვარაცხელია "მონცასთანაც" სათადარიგო იქნება

AutoSharing Option
სერია A-ს დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე გაინაღდა რა ჩემპიონის ტიტული, "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ძირითად შემადგენლობის დაყენებისას თავს ექსპერიმენტების უფლებას აძლევს.

Sky Sport-მა "ფიორენტინასთან" მატჩამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში არ იქნებოდა, რაც სიმართლე აღმოჩნდა და იგივეს იტყობინება "მონცასთან" შეხვედრის წინ.

გამოცემის მტკიცებით, რაც მოპოვებულ ინფორმაციას ეყრდნობა, კარში მერეტი დაბრუნდება, დაცვაში რაჰმანი, თავის გამოჩენის საშუალება მიეცემათ იმათ, რომლებსაც თამაში იშვიათად უწევდათ, რა თქმა უნდა, ოსიმენი გოლების მონაგარის გასაზრდელად თამაშს ისევ პირველივე წუთებიდან დაიწყებს, ხვიჩა კვარაცხელია კი კვლავ სათადარიგო იქნება და
მას ამჯერად ძერბინი შეცვლის.

ნაპოლი: მერეტი, ბერეშინსკი, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, გაეტანო, ელმასი, ძერბინი, ოსიმენი

ამ მატჩს, რომელიც 14 მაისს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება, არცერთი გუნდისთვის არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა კვარაცხელიას ისევ თადარიგში ყოფნა მთლად სასიამოვნო არ არის.

მკითხველის კომენტარები / 22 /
რა ვიფქრო აღარ ვიცი ..კვარას ეხლა სკამზე გადასმა ?
zurabi
13 მაისი 2023 18:28
2
რაღაც ასე მგონია,რომ ოსიმენზე მიდის თამაში, რომ სერია А-ს საუკეთესო ფეხბურთელად გახადონ. ასე უფრო მოემატება ფასი. რადგან ხვიჩას არ ყიდიან სათადარიგოზე მისი დასმა არ არის გამართლებული. ამას ნაღდად არ ჰქვია დასვენება. ესეა გათვლილი და არ მგონია ეს სპალეტის გადაწყვეტილება იყოს. რას იზამ რაც არის არის,ჩვენ ამას ვერ შევცვლით. ბომბარდირობა საუკეთესო ფეხბურთელობას არ ნიშნავს, თუმცა ოსიმენი უძლიერესი ცენტრფორვარდია
დავით 67
13 მაისი 2023 17:45
2
კვარაცხელიას არ სჭირდება ასისტები? ორი ასისტით უსწრებს მეორე ადგილოსანს. ასისტებიც რომ არა მაგ ბიჭს თამაში ისე სჭირდება როგორც თევზს წყალი და იმედია სისულელეს არ გააკეთებს სპალეტი
Nick
13 მაისი 2023 15:14
0
შესაძლებელია, აქ იყოს კომერციული ფაქტორი - წელს აპირებენ ოსიმენის გაყიდვას და არა კვირასი, ამიტომ ამ ეტაპზე, ოსიმენის ფასის ასაწევად, მას მეტი გოლების გატანის შანსი მისცენ. კვირას ხომ წელს არ უშვებენ, ხელშეკრულება უკვე დაუდეს, ამიტომ, შესაძლებელია, სხვა დროისთვის შეინახონ უტრამვოდ.
ბადრი: შესაძლებელია, აქ იყოს კომერციული ფაქტორი - წელს აპირებენ ოსიმენის გაყიდვას და არა კვირაში, ამიტომ ამ ეტაპზე, ოსიმენის ფასის ასაწევად, მას მეტი გოლების გატანის შანსი მისცენ. კვირას ხომ წელს არ უშვებენ, ამიტომ, შესაძლებელია, სამერმისოდ შეინახონ ჯანმრთელად.
13 მაისი 2023 14:05
1
შესაძლებელია, აქ იყოს კომერციული ფაქტორი - წელს აპირებენ ოსიმენის გაყიდვას და არა კვირასი, ამიტომ ამ ეტაპზე, ოსიმენის ფასის ასაწევად, მას მეტი გოლების გატანის შანსი მისცენ. კვირას ხომ წელს არ უშვებენ, ხელშეკრულება უკვე დაუდეს, ამიტომ, შესაძლებელია, სხვა დროისთვის შეინახონ უტრამვოდ.
ბადრი: შესაძლებელია, აქ იყოს კომერციული ფაქტორი - წელს აპირებენ ოსიმენის გაყიდვას და არა კვირაში, ამიტომ ამ ეტაპზე, ოსიმენის ფასის ასაწევად, მას მეტი გოლების გატანის შანსი მისცენ. კვირას ხომ წელს არ უშვებენ, ამიტომ, შესაძლებელია, სამერმისოდ შეინახონ ჯანმრთელად.
13 მაისი 2023 14:03
0
არაა სწორი სპალეტი! ამით იგი უზღუდავს შესაძლებლობას ხვიჩას თავისი შედეგი გაიუმჯობესოს!!! ეს დარჩენილი ოთხი თამაში მას უნდა დაეთმო გამარჯვებულებებისთვის რომ გალაღებულებს დაძაბვის გარეშე ეთამაშათ!!!
გიორგი
13 მაისი 2023 13:39
1
ჯუნტოლის მითითებით დააყენა თავიდანვე სპალეტიმ კვარა ძირითადში და გაამართლა. სკუდეტო ხვიჩას მხრებზეა.
დავითი
13 მაისი 2023 13:19
0
"ოსი"-ს ბურთს თუ არ მიაწვდი
უწევს ტყვილა სირბილი
კვარა თუკი არ ეყოლა
პასს ვინ მისცემს ძერბინიიიიი???
მიშა ანდღულაძის სტილში
13 მაისი 2023 13:04
0
სკამიდა შემოსვლისას უფრო გამოჩნდება რა ძალაა კვარა გუნდისთვის!
ჯონი ჯონსონი
13 მაისი 2023 12:21
1
რატომ ზამენაზე, ოსიმენი რომ გაქაჩოს გუნდმა mvp-ზე ? თანდათან მაძულებენ თავს. ჯერ ამ სპალეტის ხო გამოკეტილი ყავს მთელი მეორე წრეა ხვიჩა კუთხურის ალმთან რითაც ფუფუნებას აძლევს მეტოქე მწვრთნელებს ხვიჩას გასანეიტრალებლად და ამის გამო ბიჭს სტატები ნულოვან ნიშნულამდე დაუვარდა, თან ეხლა როცა კვარას mvp-სთვის ჰაერივით ჭირდება გოლები/საგოლე პასი. ეს არასწორები სათადარიგოზე ტოვებენ მას რო ოსიმენი გამოიყვანონ გუნდის ერთპიროვნულ ლიდერად და საბოლოოდ ეს რეგალია მას გადასცენ სეზონის ბოლოს. კვარა კი მის ჩრდილში ხელოვნურად დატოვონ. ეს არი ყველაზე უსამართლო მიდგომა და ეს პირდაპირ მელოტას ოინებია. გუნდი რომელიც სათანადოდ არ აფასებს საკუთარ "ალმასს" მან უნდა დატოვოს ასეთი ნაძირლების გარემო.
Charley
13 მაისი 2023 12:09
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული