22 მატჩში 23 გოლი - საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი "ბრიუგეს" ფორვარდმა გამოთქვა

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, ბელგიური "ბრიუგეს" 15 წლის თავდამსხმელმა, ჰალიდ დოლტმურზიევმა საქართველოს ნაკრებისთვის თამაში გადაწყვიტა. ეს ოჯახის ერთობლივი გადაწყვეტილებაა.

დოლტმურზიევის ოჯახს მოწვევა ბელგიის ასაკობრივი ნაკრებიდანაც ჰქონდა, თუმცა საქართველოს ნაკრებში მისი თამაში მამის დიდი სურვილიდან გამომდინარეა. ფეხბურთელის ორივე მშობელი ინგუშეთიდანაა, თუმცა მათ რუსეთის ნაკრებში თამაში არ სურთ.

ჰალიდ დორტმურზიევი პოზიციით ცენტრალური თავდამსხმელია. მიმდინარე სეზონში მას ბრიუგეს 18 წლამდელთა გუნდში 22 მატჩში 23 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.

ბელგიური კლუბის ფორვარდი უახლოეს პერიოდში საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრების შეკრებაზეც გამოცხადდება.


მკითხველის კომენტარები / 106 /
სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს ეს ერთი, მეორეც ინგუშები ერთადერთი ერია ვისაც ქართველზე იარაღი არ აუწევია და მართლა უყვართ მაგათ საქართველო. თუ მართლა მაგარი ფეხბურთელია და სურვილიც აქვს ითამაშოს რატომაც არა.
ქომაგი
09:52 17-05-2023
0
ანუ კომენტარებში უმრავლესობას ტედი რინერისთვის რომ მიეცათ მოქალაქეობა და თუშიშვილი სკამზე მჯდარიყო მისაღები იქნებოდა? ვაი თქვენ თქვებს უბედურს. ეს საქართველოში დაბადებული მაინც ყოფილიყო ან ერთი სეზონი მაინც ეთამაშა საქართველოში, 100% დარწმუნებული ვარ რუსეთს რომ არ დაედო სანქციები არც გამოიხედავდა საქართველოსკენ და არც არავინ იწვევს ბელგიის ნაკრებში, აქამდე მიიწვევდნენ 14 წლამდელებში რამეს რომ წარმოადგენდეს
Semi
15:33 14-05-2023
10

სიახლეები პოპულარული