დავითაშვილის "ბორდომ" "რუანთან" მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის 35-ე ტურში „რუანისა“ და „ბორდოს“ მატჩი 0:0 დასრულდა.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი ძალიან აქტიური იყო და ცოტა არ იყოს გასაკვირია, რატომ შეცვალეს 70-ე წუთზე.

პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, სტუმრები კონტრშეტევებით პასუხობდნენ. შესვენების შემდეგ თამაშის სურათი შეიცვალა, „ბორდომ“ შეუტია, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო და ფრეს დასჯერდა.

„ბორდო“ 66 ქულით მეორე ადგილზეა და 20 მაისს „ლავალს“ უმასპინძლებს. დღეს გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ „გრენობლს“ დაუხვდება და ჟირონდულ გუნდთან ოთხქულიანი ჩამორჩენის შემცირებას შეეცდება.

ლე-პეტი კევილი. „რობერ დიოშონი“
რუანი -ბორდო
0:0

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული