"მონცასთან" წაგებული მატჩის (0:2) შემდეგ, "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ DAZN-თან კომენტარი გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა:
"ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც შეგვიძლია - როდესაც მეტოქე დაწინაურდება, ბურთის დაჭერა და დომინირება გვიჭირს. წაგება ყოველთვის იწვევს მცირე გაღიზიანებას. პროფესიონლი მაშინ ხარ, თუ მუდამ მაღალ დონეზე ირჯები და არა იმიტომ, ხელფასს გიხდიან.
ჩვენ ვიცით კვარაცხელიას დონე, თუ სწორ პოზიციაზეა, მეტოქის ნახევარზე თამაში ძალიან კარგად ეხერხება, სხვებს სივრცეებს უთავისუფლებს და უადვილებს საქმეს. ძალიან სასარგებლოა, კარში ხშირად ურტყამს. ბურთის ფლობის ასპექტში შესანიშნავია, მისი ყველას ეშინია, მეტოქე
მინიმუმ ორი მცველით უნდა მეურვეობდეს. სტრატოსფერულია, მაგრამ დაცვით ფაზაში თამაშის გაუმჯობესება სჭირდება.
გასულ წელს ჯუნტოლის შტაბმა ბოლო მომენტში მაღალი კლასის ფეხბურთელები მოძებნა. ბიჭები ბრწყინვალე სეზონისთვის უნდა შევაქო. კლუბის ხელმძღვანელობამ იცის, როგორ დაგეგმონ სეზონი და როგორ განახორციელონ საჭირო ტრანსფერები".
გასულ წელს ჯუნტოლის შტაბმა ბოლო მომენტში მაღალი კლასის ფეხბურთელები მოძებნა. ბიჭები ბრწყინვალე სეზონისთვის უნდა შევაქო. კლუბის ხელმძღვანელობამ იცის, როგორ დაგეგმონ სეზონი და როგორ განახორციელონ საჭირო ტრანსფერები".
დამცინებენ, მაგრამ მე ცოლის მოყვანა უდიდესი ფაქტორი მგონია თან ისეთის, რომელთანაც არ გიცხოვრია ქორწინებამდე (ხვიჩა ღრმად რელიგიური ტიპია და ეს გასაგებია) არ დაიწყოთ უაზრო პრეტენზიები ზაფხულში წაეყვანა, რა ეჩქარებოდათ? კი არ გაიქცეოდა ეგ გოგო ხვიჩასგან თან სულ სხვა სიმღერა მესმოდა, და ამიტომ ვწერ, რომ არ ჩქარობდნენ, იმას თითქოს სამედიცინოს დამთავრება უნდოდა, ამას კარიერის აწყობა და ბახ უცებ მოულოდნელი იყო. ჩემი საქმე ნამდვილად არ არის ხვიჩას პირადი ცხოვრება, მაგრამ ეს უდიდეს გავლენას ახდენს განწყობაზე. გოგო იმედია ნელი დოროყაევას არ ჩართავს არ ჩანს ეგეთი სწერვა კარგი ბავშვია თითქოს.
ამას დანახვა უნდა!
სპალეტი კი მომავალ სეზონში 5-7 თამაშის მერე - პენსიაზე გაძუნძულდება. ასე იქნება ეს!
ამ ზაფხულს,ორწლიანი მუდმივი თამაშის შემდეგ,როგორც იქნა დაისვენებს,მერე გუნდთან ერთად სრულფასოვან მოსამზადებელ პერიოდს ჩაატარებს და დარწმუნებული ვარ,მათ შორის,დაცვითი ფუნქციების შესრულების და ფიზიკური მომზადების,თავით თამაშის გაუმჯობესებაზეც ბევრს ამუშავებენ მწვრთნელები.ეს კი,მას,გაცილებით უკეთეს და მრავალმხრივ ფეხბურთელად გადააქცევს.ტყუილად არ ამბობენ სპეციალისტები,ხვიჩას ტალანტს,ჯერჯერობით ჭერი არ უჩანსო.