სპალეტი: კვარაცხელია შეტევაში სტრატოსფერულია, მაგრამ...

AutoSharing Option
"მონცასთან" წაგებული მატჩის (0:2) შემდეგ, "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ DAZN-თან კომენტარი გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა:

"ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც შეგვიძლია -  როდესაც მეტოქე დაწინაურდება, ბურთის დაჭერა და დომინირება გვიჭირს. წაგება ყოველთვის იწვევს მცირე გაღიზიანებას. პროფესიონლი მაშინ ხარ, თუ მუდამ მაღალ დონეზე ირჯები და არა იმიტომ, ხელფასს გიხდიან.

ჩვენ ვიცით კვარაცხელიას დონე, თუ სწორ პოზიციაზეა, მეტოქის ნახევარზე თამაში ძალიან კარგად ეხერხება, სხვებს სივრცეებს უთავისუფლებს და უადვილებს საქმეს. ძალიან სასარგებლოა, კარში ხშირად ურტყამს. ბურთის ფლობის ასპექტში შესანიშნავია, მისი ყველას ეშინია, მეტოქე
მინიმუმ ორი მცველით უნდა მეურვეობდეს. სტრატოსფერულია, მაგრამ დაცვით ფაზაში თამაშის გაუმჯობესება სჭირდება.

გასულ წელს ჯუნტოლის შტაბმა ბოლო მომენტში მაღალი კლასის ფეხბურთელები მოძებნა. ბიჭები ბრწყინვალე სეზონისთვის უნდა შევაქო. კლუბის ხელმძღვანელობამ იცის, როგორ დაგეგმონ სეზონი და როგორ განახორციელონ საჭირო ტრანსფერები".

მკითხველის კომენტარები / 32 /
სპალეტი რა გაუხურე ამ ბიჭს საქმე 90 წუთი წინდა უკან ხოარ ირბენს, როცა საჭიროა ჩამოდის და ეხმარება დაცვას. დაცვა დაცვა დაცვა ამოვიდა ყელში.
გიგა
21:16 14-05-2023
0
ეს გაფუჭებს კვარას მომავალ სეზონში, რა დაცვა ხო არ გამოს... მთლად, ხვიჩასგან ასე არ უნდა ითხოვდეს დაცვაში თამაშს, სპალეტი გამოაშტერებს მთიანად გუნდს მომავალ სეზონში და ვერც შევლენ ოთხეულში, ამას მართლა მაგარი მწვრთნელი გონია თავი, ერთი ადგილი უკოცნე ხვიჩას, რო სერია ა მოგაგებინა სიბერეში
გოგა
21:32 14-05-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული