Noi Biancocelesti: "ლაციო" მიქაუტაძის იმობილეს შემცვლელად შეძენას ცდილობს

AutoSharing Option
საქმეს ისეთი პირი უჩანს, საფრანგეთის ლიგა 2-ის ბომბარდირს, გიორგი მიქაუტაძეს "მეცში" დიდი ხნით ყოფნა არ მოუწევს, რამეთუ მისი სამსახურით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. Noi Biancocelesti იტყობინება, რომ ქართველი "ლაციოში" ჩირო იმობილეს ახალი ალტერნატივა საფრანგეთიდან მიდის:

"ლაციოს" სატრანსფერო ბაზარზე ჩირო იმობილეს შემცვლელი საფრანგეთიდან მოდის. საუბარია "მეცის" 22 წლის თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეზე, რომელიც საფრანგეთის სერია B-ში თამაშობს. ახალგაზრდა და პერსპექტიულმა ფეხბურთელმა ამ სეზონში თავი 22 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ქართველი ტიპიური ცენტრფორვარდი არაა, ვინაიდან მისი სიმაღლე მხოლოდ 176 სანტიმეტრია, მოძრაობებით ძალიან
ჰგავს დრის მერტენსს და ეს მიუხედავად იმისა, ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს.

ის სწრაფია, კარგი ტექნიკის და საგოლე ალღოს მქონეა, რის გამოც რამდენიმე ევროპული კლუბის ყურადღება მიიქცია და კარგი სეზონის ჩატარების გათვალისწინებით, მისი სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა. "ლაციო" ცდილობს სხვა ევროპული კლუბების კონკურენცია დასძლიოს, რომლებსაც უნდათ ისეთივე ხმაურიანი ტრანსფერი გაჩარხონ, როგორიც "ნაპოლიმ" განახორციელა გიორგის თანამემამულე კვარაცხელიას შეძენით".

მკითხველის კომენტარები / 19 /
ერთი ჩვენი ბიჭი ინსინიეს შემცვლელად წაიყვანეს ვითომ და საერთოდ დაავიწყათ ინსინიე. მიქაუტაძეც იმედია იგიევს დამართებს იტალიელებს. კარგია თუ მართლა ლაციოში ვიხილავთ ჟორჟს.
G.LA
20:27 15-05-2023
2
იდეალური ვარიანტი იქნება ზუსტად სარი თამაშობს გიორგისთვის შესაფერის სტილს
beqa
20:11 15-05-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული