მიქაუტაძე ბრდღვნის ყველაფერს - საგოლე პასი გააკეთა და მეტოქე კაცნაკლული დატოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 2-ის 35-ე ტურში „მეცმა“ სახლში „გრენობლი“ 1:0 დაამარცხა.

ზედიზედ ოთხ მატჩში გატანილი გოლის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე ჩემპიონატზე მერვე საგოლე გადაცემა გააკეთა და მეორე ტაიმში მოწინააღმდეგე კაცნაკლული დატოვა.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას, პირველ ტაიმში ბევრს და უშედეგოდ უტევდნენ, შესვენების შემდეგ კი დაწინაურებაც მოახერხეს - მიქაუტაძე მეურვეს გაექცა, ბურთი ჯელოუს გადააწოდა და მან მეტოქის კარი დალაშქრა. ქართველის შეჩერება მის მეურვეს პაკიესს ძალიან უჭირდა, რომელიც ეუხეშებოდა და ყვითელი ბარათი მიიღო. 72-ე წუთზე გიორგი მეკარესთან პირისპირ გადიოდა, ნესტორმა წააქცია და მსაჯმა
პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. მიქაუტაძე ბევრს მოძრაობდა, ორივე ფლანგიდან უტევდა, გატანა მეკარემ არ დაანება და 90+3-ე-ე წუთზე შეცვალეს. ის 22 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.

ლიგა 2-ის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „მეცი“ 65 ქულით მესამე პოზიციაზეა, მეორეადგილოსან „ბორდოს“ 1 ქულით ჩამორჩება და 20 მაისს გასვლაზე „გენგამს“ შეხვდება.

მეცი. „სენ-სიმფორიენი“
მეცი - გრენობლი 1:0
გოლი: ჯელოუ (47)
გაძევება: ნესტორი (72)

მკითხველის კომენტარები / 13 /
ძალიან ძლიერი ფორვარდია, კარზე დაგეშილია რასაც ჰქვია, ოღონდ პასების კეთება უნდა დაიწყოს, თორემ მაღალი კლასის ფეხბურთელი ვერ გახდება. ამ მომენტებშიც კარგად ჩანს რამდენჯერ არ იძლევა პასს და კარში ურტყამს. მაგარი ბიჭია და ვნახოთ, იქნებ ჰაიკლასის ფორვარდი გვეღირსოს ამდენი წლის შემდეგ.
2
ყოჩაღ გიო მაგარი თამაში გქონდა!მოუმატე კიდევ,შენ ყველაფერი შეგიძლია,საქართველო იმედის თვალით შემოგყურებს და არ დაგვაღალატო,ღმერთი იყოს შენი მფარველი!!!
ზაზა
12:50 14-05-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული