ESPN: პსჟ-მ ხვიჩა კვარაცხელია უნდა შეიძინოს

AutoSharing Option
მიმდინარე ზაფხულს "პარი სენ ჟერმენში" დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. პარიზულ კლუბს, დიდი ალბათობით, ლიონელ მესი დატოვებს, გარდა ამისა, "დედაქალაქელები" ნეიმარის გაყიდვასაც ეცდებიან.

ცნობილმა სპორტულმა გამოცემა ESPN-მა გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელებისგან შემდგარი სია, რომლებიც მოახლოებულ სატრანსფერო ფანჯარაზე გრანდების ყურადღების ცენტრში იქნებიან. აღსანიშნავია, რომ ამ ჩამონათვალში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა და ამერიკული გამოცემა პსჟ-ს სწორედ ქართველი გარემარბის შეძენას ურჩევს.

"ჯერჯერობით დანამდვილებით არავინ იცის, თუ რას გეგმავს "პარი სენ ჟერმენი", დიდი ალბათობით, მესი პარიზულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, ბუნდოვანია ნეიმარის მომავალიც. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ პსჟ
ახალი შემტევის ყიდვას შეეცდება, მათთვის რაფაელ ლეაო კარგი ვარიანტი იქნებოდა, თუმცა პორტუგალიელმა "მილანთან" ხელშეკრულება ახლახანს გაახანგრძლივა.

მეორე ვარიანტი კი ხვიჩა კვარაცხელიაა. "ნაპოლი" მის სანაცვლოდ სულ მცირე 100 მილიონ ევროს მოითხოვს. ცხადია, "პარი სენ ჟერმენს" აღნიშნული მოთხოვნა ვერ შეაშინებს. ქართველ შემტევს თავისი საფირმო სტილი აქვს, მისი სამუშაო ეთიკა, პრესინგის თამაში და მენტალიტეტი კი ის თვისებებია, რაც პსჟ-ს ძალიან აკლია", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია "პარტენოპეის" გასული წლის ზაფხულს, ბათუმის "დინამოდან" შეუერთდა. მიმდინარე სეზონში 22 წლის გარემარბმა "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 40 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altლუჩანოს სიაში კვარაცხელია ვერ მოხვდა - რომელი 4 ფეხბურთელის შენარჩუნება სთხოვა სპალეტიმ დე ლაურენტისს

altცნობილი გახდა, როდის და სად გეგმავენ ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ქორწილს

altხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე კომოს ტბაზე ისვენებენ

მკითხველის კომენტარები / 23 /
აუ რას დახატავდა გვარდიოლა
გოგა
18 მაისი 2023 14:24
8
რადგან იტალიაზე უარი თქვა სხვა კლუბში გადასვლაზე , მაშინ მგონია ხვიჩა მაგარი იქნებოდა რეალში, მაგრამ ჯერ მეც ადრე მგონია, უბრალოდ მერე სტიმული აღარ ექნება ალბათ სამომავლო ფეხბურთში. არადა თუ ანჩელოტი დარჩა, რამხელა გამოცდილებას შეიძენს. მომლედ თუ რეალში არ გადავა ამ ეტაპზე, მაშინ ლა ლიგაში სხვა გუნდი მარტო ვატსრლონაა და ალბათ ეგეც გამოირიცხა , რადგან რეალის გულშემატკივარია. საფრანგეთი სრული უაზრობაა ფეხბურთის კუთხით და დარჩა ინგლისი და გერმანია. ქედან ჩელსი უაზრობაა, ასევე ნიუკასლი რადგან არეული გუნდებია და კაცმა არ იცის სწორად მიუდგებიან თუ არა. ამიტომ ამ ეტაპზე ან ლივერპულში, კლოპთან, ან უკეთესი იქნებოდა ბაიერნში. უბრალოდ მგონი ეხლა იმათ არ სჭირდებათ მის პოზიციაზე დამატება და ამიტომ ისევ ლივერპული ალბათ. ნაპოლიში მართლა აურიეს ბოლოსკენ მიდგომებში
კაპიტან გარდენბურგი
18 მაისი 2023 22:24
7
კვარა რეალში
ოღონდ ეხლა ბარსას ფანები არ გამომზეურდეთ :)
las
18 მაისი 2023 18:13
7
დედაა, პირდაპირ კალთებს ახევს რა, ბარსა კვარაცხელიას არა?
las-s
18 მაისი 2023 20:54
1
და ვინისუისი სკამზე???
თაზო
18 მაისი 2023 21:14
0
ეგება მეც დამოტოვოთ, არჩევის საშუალება? უკვე ყელში ხართ ამოსულები! ნუ ერევით ჩემს საქმეში!
ხვიჩა კვარაცხელია.
19 მაისი 2023 00:17
8
ჩემი მოკრძალებული აზრით, პარიზში გადასვლა დიდი შეცდომა იქნება. PSG-ში ძალიან დიდი ფული ტრიალებს, და ამავე დროს სრული ქაოსია. გუნდს არ გააჩნია არანაირი სტრატეგია. მარტო ფული არც არაფერს წყვეტს.
იოსებ
27 მაისი 2023 10:49
1
ატლეტიკოში ან ინტერშია ხვიჩას ადგილი.
მერაბი
18 მაისი 2023 14:30
21
უკვე გადაწყვეტილია
იეა
18 მაისი 2023 15:52
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული